მამა არჩილი (ქიტუაშვილი): როდესაც საქმე ზნეობასა და სამშობლოს ეხება, ეკლესია ვალდებულია, ჩაერიოს.
საქართველოს პარლამენტმა, ეკლესიის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მესამე მოსმენით, თითქმის ერთხმად დაამტკიცა. რა საფრთხეს ხედავენ სასულიერო პირები ამ კანონის მიღმა და რას აპირებს ეკლესია, დაბა კაზრეთის წმინდა სამების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი არჩილი (ქიტუაშვილი) გვესაუბრება.
_ მამაო, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღმა ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ. რა საშიშროებას ხედავს ეკლესია?
_ საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, სულიერია. მამათმავლობა, გაუკუღმართებული კავშირი, არის უმძიმესი ცოდვა. რუის-ურბნისის კრების მამები ამბობენ, რომ არც ერთი ცოდვის _ მკვლელობის, ძალადობის, შურის გამო, ღმერთი ასე არ აღელვებულა. სოდომისა და გომორის დასჯის მაგალითები საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ მორწმუნე ადამიანმა ანტიდისკრიმინაციულ კანონში ჩვენი ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხე დაინახოს.
თუმცა მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვგონია, რომ ეს კანონი ახლავე გამოიწვევს გარყვნილებას ჩვენს ქვეყანაში და გადავგვარდებით, მაგრამ ეკლესია, ამ კანონის სახით, მომავალში უმსგავსობის დაკანონების ერთგვარ საფუძველს ხედავს. ეს ყველაფერი ამ კანონპროექტის მიღებით არ შეჩერდება, გვატყუებენ, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ.
_ ანუ, არის ამ კანონში ჰომოსექსუალიზმის, პედოფილიის, გარყვნილების დაკანონების რაიმე წინაპირობა?
_ რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ასეა. კანონში ჩამოთვლილია, რომ არ შეიძლება ადამიანების დისკრიმინაცია კანის ფერის, სქესის, შრომითი მდგომარეობის, რელიგიის გამო და ასე შემდეგ; იქვე მითითებულია სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, ანუ პირდაპირ წერია, რომ ეს ადამიანები თანაბარუფლებიან მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ. მინდა განვმარტო: ეკლესია არ გულისხმობს, რომ ვინმე უნდა დაჩაგრონ ან სცემონ იმის გამო, რომ მამათმავალია, მაგრამ, როდესაც სექსუალურ ორიენტაციას ეროვნებას ვუთანაბრებთ, ამით ვაღიარებთ, რომ მათ თანაბარ უფლებებს ვანიჭებთ. ხვალ მამათმავლებმა ქორწინების უფლება ან ბავშვის შვილად აყვანა რომ მოითხოვონ, უარს ვეღარავინ ეტყვის. თუ დღეს მათ ნორმალურ, თანაბარუფლებიან ადამიანებად ვაღიარებთ, ხვალ უარს რა მიზეზით ვეტყვით?!
_ კანონის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ეს კანონი არამარტო უმცირესობის, არამედ უმრავლესობის უფლებებსაც დაიცავს. სჭირდება უმრავლესობას დღეს დაცვა?
_ მე ეს დემაგოგიად მიმაჩნია, არც უმრავლესობას სჭირდება დაცვა და არც უმცირესობას. ვინმეს ჩაგვრა ქვეყანაში ოდესმე გამართლებული იყო?! ამ უმცირესობების უფლებები ისედაც დაცული იყო და საკითხავია, რისგან დაიცავს მათ ეს კანონი? ახლა რომ გვეუბნებიან ამ ადამიანების ცემა არ შეიძლებაო, რა აქამდე შეიძლებოდა? არ დავისჯებოდით? აქამდე შეგვეძლო მათი სამსახურებიდან გათავისუფლება? შრომის კოდექსით ისედაც გათვალისწინებული და დაცული იყო მათი უფლებები.
ჩვენც ვაღიარებთ და ევროპაც გვეუბნება, რომ ჯერჯერობით ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ და შესაბამისი დემოკრატია არ გვაქვს ხომ? რა საფეხურებიც ევროპამ გაიარა, ამ დემოკრატიამდე და უკვე ქორწინების დაკანონებამდე და ბავშვების აყვანამდე მივიდნენ, ჩვენც იქამდე მივალთ. 800 ათასი კაცი გამოვიდა პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ხალხს არავინ უსმენს. იგივე მოხდება აქაც, თუ ქართველი ხალხი დღეს არ გამოფხიზლდება. ყოველივე ამის შემდეგ ეკლესია როგორ უნდა გაჩუმდეს?!
_ თუმცა, მამაო, ამ დღეებში მოვისმინეთ პრეტენზიები ეკლესიის მიმართ, ითქვა, რომ სასულიერო პირი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. ამ ადამიანებს რა პასუხს გასცემთ?
_ ჩვენ არ ვერევით, პარლამენტში თავმჯდომარედ ვინ უნდა ავირჩიოთ, არ ვერევით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმართვაში, რა კანონი უნდა მიიღოს პარლამენტმა, მაგალითად, სისხლის სამართალში, მაგრამ, როდესაც საქმე ზნეობასა და სამშობლოს ეხება, ეკლესია ვალდებულია, ჩაერიოს, თორემ პასუხისგება ღვთის წინაშე მოუწევს. თვალსაჩინოებისთვის მაგალითებს მოვიყვან: იოანე ნათლისმცემელი ჰეროდემ იმიტომ დასაჯა, რომ ამხელდა მას, ძმის ცოლი რომ გყავს სახლში, უზნეობააო. მათი ლოგიკით, იოანე ნათლისმცემელი პოლიტიკაში ერეოდა? გრიგოლ ხანძთელმა მეფის უკითხავად წაიყვანა მონასტერში მეფის საყვარელი. ევდემოზ კათოლიკოსი როსტომ ხანს, მაშინდელ მეფეს, რომელსაც მეფესაც არ უწოდებდა, ამხელდა, რომ მუსლიმანების მამა ხარ და ქრისტიანობის მამინაცვალიო. საქართველოს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ, როდესაც სამშობლოს უჭირდა, თავისი ცნობილი მიმართვა პირდაპირ პოლიტიკურ ორგანოს _ გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას მისწერა.
როდესაც საქმე ზნეობასა და სამშობლოს ეხება, გამორიცხულია, ეკლესია არ ჩაერიოს. აბა, სხვა რა საქმე გვაქვს? მაშინ მართლა ჩავსხდეთ ჯიპებში, რომელსაც ასე გვამადლიან, და ჩუმად ვიყოთ? მერწმუნეთ, ყველა მღვდელი ფუფუნებაში ვიცხოვრებთ, თუ ხელისუფლების რაღაც ნაწილს ყველაფერზე დავეთანხმებით და გავჩუმდებით.
_ მამაო, როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასე ერთსულოვანი პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით? იმათაც კი დაუჭირეს მხარი ამ კანონპროექტს, ვინც თავიდან წინააღმდეგი იყო...
_ ალბათ, ეს იყო შიში ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული ლობისტების მიმართ. თუმცა მინდა აღვნიშნო, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა ეკლესიის პოზიცია. ფაქტია, რომ პირად საუბრებში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათაც არ მოსწონთ ეს ყველაფერი, მაგრამ წინააღმდეგობის ძალა არ შესწევთ. ვწუხვარ, რომ მონობიდან ვერ გამოვედით. საბჭოთა პერიოდშიც ასე იყო, არ უნდოდათ და მაინც აკეთებდნენ. რით განსხვავდება მაშინ დღევანდელისგან საბჭოთა კავშირში არსებული წყობილება, რომელსაც დღეს ასე ლანძღავენ? საქართველომ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ჩვენი ტრადიციები, რწმენა, თვითშეგნება და მსოფლმხედველობა გაგვაჩნია და ყველა ქვეყანასთან, რომლებიც გვერდით დაგვიდგებიან, უნდა ვიმეგობროთ, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცასთან მეგობრობის გამო ჩვენი დავთმოთ. სამწუხაროდ, «ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს» დღემდე ვერ გაიაზრა ქართველმა...
გამოსავალი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული ადამიანები სამშობლოს გამო თავგანწირვისთვის მზად იქნებიან. არ ეთანხმებოდე და მაინც მხარს უჭერდე კანონპროექტს, არასწორია. ხელისუფალს გმირობა მოეთხოვება, მათ ეს ვერ გაიგეს.
ფაქტია, უწმინდესის თხოვნა არაფრად ჩააგდეს. მეტიც, პატრიარქს აბრალებდნენ, თითქოს ის თანახმა იყო და მხოლოდ რადიკალური სამღვდელო ნაწილი აპროტესტებდა ამ ყველაფერს. პატრიარქს თურქეთიდანაც კი მოუწია განცხადების გაკეთება, რომ ამ კანონპროექტს არ ეთანხმებოდა. ეკლესიაში განხეთქილების დათესვაც სცადეს. არადა, ეს ეკლესიის ერთიანი პოზიციაა.
_ პარლამენტარმა დავით ბერძენიშვილმა შეაქო ის სასულიერო პირები, რომლებმაც ამ კანონს მხარი დაუჭირეს, «ისინი საკუთარ რწმენაში ძლიერები არიან და არ აწუხებთ კომპლექსები»... გამოდის, რომ ეკლესიის წიაღშიც აღმოჩნდნენ ამ კანონპროექტის მომხრეები?
_ ჩვენ იმის არ გვეშინია, რომ ხვალ-ზეგ სამღვდელოება მამათმავლობას ჩვეულებრივ ნორმად მიიღებს. ჩვენ ვამბობთ, რომ, რაც ამ კანონში წერია, არ არის ნორმა და ვითხოვთ, ნუ აკანონებენ გარყვნილებას, როგორც ნორმას. ვინაიდან, თუ გარყვნილებას ნორმად დავაკანონებთ, გამოდის, რომ არც ცოდვა არ ყოფილა, რითიც უკვე წმინდა წერილს ვეწინააღმდეგებით. არ ვიცი იმ სასულიერო პირებმა რა იგულისხმეს, არა მგონია, რომელიმე სასულიერო პირმა თქვას, რომ მამათმავლობა ცოდვა არ არის. შეიძლება რომელიღაც სასულიერო პირმა საფრთხე ვერ დაინახა ამ კანონში, ყველა ერთნაირი ანალიტიკური ნიჭით ხომ არ არის დაჯილდოებული.
ისე, სხვათა შორის, დავით ბერძენიშვილი რომ შეგაქებს, ეს ცოტა საფრთხილო უნდა იყოს მორწმუნე კაცისთვის. მახსოვს, ერთხელ დავით უსუფაშვილმა საჯაროდ თქვა, _ ჩემს შვილს არ ვასწავლი, რომ სამშობლოსთვის დადოს თავი, ვასწავლი, რომ პირადი ბედნიერებისთვის იბრძოლოსო. ქართველი კაცი ასე არ იზრდებოდა. პოლიტიკურ განცხადებაში ჩამომართვით, თუ გნებავთ, მაგრამ მათი ცნობიერებაა ასეთი. მე არ მინდა, ამ ადამიანმა ასეთი სულისკვეთებით მართოს ჩემი ქვეყანა. მთელი რესპუბლიკური პარტია ასეთი სულისკვეთებისაა. დავით უსუფაშვილმა ამ კანონთან დაკავშირებით ყოვლად დაუშვებელი რამ თქვა, ქვეყანა ორ ნაწილად _ პრორუსულებად, ბნელებად და ევროპელებად, განათლებულებად გაჰყო. სუფთა ზნეობრივი თვალსაზრისითაა ეს კანონი ჩვენთვის მიუღებელი, როგორ შეიძლება აქ რუსეთი გარიო?
სწორედ საბჭოთა მეთოდია: თუ ჩვენთან არ ხარ, ესეი იგი მტერი ხარ. გამოდის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი განცხადებით, განსხვავებული აზრის ადამიანებს შორის დაპირისპირებას თესავს. ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, ილაპარაკონ ამ ადამიანებმა, ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთო. პატრიარქის სიტყვის ასე ბანზე აგდება შეიძლება?!
რუის-ურბნისის ძეგლის წერაში მითითებულია, რომ «ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად... ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთანავე, ჩვენგან, საღმრთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას.»
სწორედ ამ ზნეობრივ საფუძვლებზე დამყარებულმა საქართველომ მიაღწია იმ ძლიერებას, რომელიც მას ჰქონდა იმ საუკუნეებში.
_ მამაო, რას აპირებთ?
_ ეკლესია ყოველთვის უქადაგებს მრევლს და, ვინაიდან ახლა უთხრეს ამ კანონით ხალხს, რომ ეს უკუღმართობა ნორმაა, ჩვენ გაათმაგებულად ვეტყვით, რომ ეს არ არის ნორმა. შეიძლება ქუჩაშიც გამოვიდეთ და ჩვენი პოზიცია მშვიდობიანად გამოვხატოთ, თუმცა ამასაც სერიოზული დაფიქრება სჭირდება.
ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ამ ადამიანების მხრიდან მომდინარე აგრესიული პროზელიტიზმისგან დავიცვათ. ჩვენ ხომ სახლში არავის ვუვარდებით და ვუკრძალავთ მამათმავლობას?! ეს მისი ცოდვაა. თუ სურს და მოვა ეკლესიაში, დავეხმარებით; არადა, მათ საქმეში არ ვერევით, მაგრამ მინდა, ჩემი შვილი ამ ცოდვისგან დავიცვა.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
07 05 2014
geworld.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий