ღმერთი

ღმერთი

вторник, 6 мая 2014 г.

დისკრიმინაცია - Discrimination

დისკრიმინაცია - Discrimination

(ლათ. discriminatio განსხვავება) - სახელმწიფოს იურიდიული თუ ფიზიკური პირის უფლებების შეზღუდვა რაიმე მიზეზითა თუ ნიშნით. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

ადამიანისათვის რაიმე ნიშნის მიხედვით უპირატესობის მინიჭება

კლასისა თუ კატეგორიის მიხედვით ადამიანთა ჩაგვრა მათი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე; წინასწარგანწყობა, რომელიც ქცევაში გადაიზრდება, მაგ., რასობრივი დისკრიმინაცია, უმცირესობების დისკრიმინაცია და ა.შ.

ტერმინი გაგებულ უნდა იქნას როგორც განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რაიმე ნიშნით, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვა მრწამსი, ეროვნება ან სოციალური წარმომავლება, საკუთრება, დაბადება ან სხვა გარემოება, და რომლის მიზანია ან იწვევს თანასწორ საფუძველზე ყველა ადამიანის მიერ ყველა უფლებისა და თავისუფლების აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების გაუქმებას ან გაუარესებას

განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ მათი რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ეროვნულ უმცირესობასთან კავშირის ან პირადული უარყოფითი განწყობის საფუძველზე.

ადამიანის უფლებათა შეზღუდვა ან შელახვა სოციალური, რასობრივი, ეროვნული (იხ. ეროვნული წარმომავლობა), ენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვაგვარ შეხედულებათა, აგრეთვე ქონებრივი, ასაკობრივი ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით. დ გვევლინება ინდივიდთა თანასწორობის უარყოფად და შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს (იხ. კანონის უზენაესობა) ძირითად პრინციპებთან (იხ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ; ევროპული კონვენცია (1950) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ. იხ. აგრეთვე: კონვენცია (1969) რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; 1973 წლის საერთაშორისო კონვენცია დანაშაულებრივი აპარტეიდის აღმოფხვრისა და დასჯის შესახებ, 1978 წლის დეკლარაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთგაგების გაძლიერების, ადამიანთა უფლებების განვითარების, რასიზმთან, აპარტეიდთან და ომის წაქეზებასთან ბრძოლის შესახებ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1958 წლის კონვენცია შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ; იუნესკოს 1960 წლის კონვენცია განათლების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ და სხვა საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც კრძალავენ დ-ის ყველა ფორმას). საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, (მე-14 მუხ.), ,,ყველა ადამიანი დაბადებით და კანონის წინაშე თანასწორია, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”

ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა სა ძირითადი თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობების შესუსტება ან სრული უარყოფა (CEDAW I მუხლი).


დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით

საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლი აცხადებს ადამიანის ყველა უფლების ნამდვილობას ,,ყოველგვარი განსხვავების გარეშე”. შემდგომ მასში სპეციალურად მოიხსენიება რამდენიმე ნიშანი, რომლებიც გამოიყენება ადამიანებს შორის გამიჯვნის თვითნებურად განხორციელებისათვის. ერთ-ერთი მათგანი - ესაა სქესი, და არსებობს მნიშვნელოვანი საფუძვლები იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ ამის შესახებ განსაკუთრებულად, რადგანაც დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით (,,სექსიზმი”) ზოგიერთ შემთხვევაში რჩება სოციალური უსამართლობის ფართოდ გავრცელებულ ფორმად. დისკრიმინაცია სქესის ნიშნის მიხედვით, როგორც რასიზმი, შეიძლება არსებობდეს საზოგადოების კულტურისა და ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. ასეთი დისკრიმინაცია შეიძლება გამოიხატოს ასევე ადამიანთა ურთიერთობებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მას. აზრი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ერთი სქესის ადამიანი შეიძლება გამოყენებული იქნას სამუშაოზე ან კიდევ სხვა რამეში გამორჩევის ან უპირატესობის მინიჭებისათვის, უდავოა, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა პრინციპებს.



სქესის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია ხდება მაშინ, როდესაც პირის მიმართ მოპყრობა განსხვავდება მხოლოდ სქესისა და მამაკაცთა და ქალთა მახასიათებლების საფუძველზე, რასაც არ შეიძლება ობიექტური გამართლება ჰქონდეს. არაპირაპირიდისკრიმინაციის დროს კანონი, პოლიტიკა თუ პროგრამა პირდაპირ არ მიუთითებს რაიმე დისკრიმინაციაზე, მაგრამ მისი განხორციელება დისკრიმინაციულ შედეგს იძლევა.


დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით


ნიშნავს ყოველგვარ დაყოფას, გამოყოფას, შეზღუდვას გენდერული ნიშნით, რაც იწვევს, ან რისი მიზანიც არის, შეზღუდოს ერთ ერთი სქესის წარმომადგენელი იმაში, რომ ის მეორე სქესის წარმომადგენლის მსგავსად სარგებლობდეს ადამიანის უფლებებით პოლიტიკურ, სამეურნეო, საზოგადოებრივ, კულტურულ, თუ სხვა სფეროებში.



რასობრივი დისკრიმინაცია


ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ტერმინი ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე, რომელიც მიზნად ისახავს გააუქმოს ან ხელი შეუშალოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, სარგებლობას ან განხორციელებას თანაბარ საფუძველზე, საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ან სხვა სფეროში.


ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციაში „რასობრივი დიკრიმინაცია“ განმარტებულია როგორც „ნებისმიერი განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს ან შედეგად მოაქვს თანაბარი შესაძლებლობების, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების აღიარების, სარგებლობის და გამოყენების გაუქმებას ან დაბრკოლებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში“.

ყველა ადამიანი მოითხოვს, და იმსახურებს, რომ მას მოეპყრან ისე, როგორც მისი საცხოვრებელი სახელმწიფოს დანარჩენ მოსახლეობას. ამგვარი თანასწორობა, როგორც უკვე აღინიშნა, დამოკიდებულია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე. რასობრივი დისკრიმინაცია განიხილება, როგორც განსაკუთრებით მწვავე, ვინაიდან ადამიანებს გამოარჩევენ მხოლოდ მათი კანის ფერის ან მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, ანუ იმ ფაქტორების მიხედვით, რომლებსაც ისინი ვერ აკონტროლებენ (სანტა კრუზი ჰ.). ამ თვალსაზრისით, რასობრივი დისკრიმინაცია ჰგავს დისკრიმინაციას სქესის მიხედვით (განხილულია ზემოთ). მეორე მსოფლიო ომის საშინელებებმა უფრო მეტად დააფიქრეს ადამიანები რასიზმის პრობლემაზე და მის კატასტროფულ შედეგებზე. ადამიანებს ზოგჯერ გამოარჩევენ მხოლოდ მათი კანის ფერით, რის განსაკუთრებულ მაგალითსაც აპართეიდი წარმოადგენს. წინამდებარე ქვეთავი განიხილავს საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებას ამ ყოვლისმომცველი საფრთხის და იმ პრაქტიკის მიმართ, რასაც ეწოდება დისკრიმინაცია მთელს მსოფლიოში, და იმ საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მას. რასობრივი დისკრიმინაციის ასპექტები დიდი ხანია რაც გაერო-ს სამუშაოს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. 2001 წელს საერთაშორისო საზოგადოება შეიკრიბა დურბანში (სამხრეთ აფრიკა) მსოფლიო კონფერენციის ჩასატარებლად. რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვა შეტანილია საერთაშორისო სამართალში. მრავალი მეცნიერი მას საჯარო საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმად მიიჩნევს (მაგ., ლერნერი ნ., გვ. 24). მზარდმა საერთაშორისო დაინტერესებამ გენერალურ ასამბლეას უბიძგა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის დეკლარაციის მიღებისკენ 1963 წელს. ეს დეკლარაცია გმობს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმას, რასობრივ უპირატესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფო პოლიტიკას განიხილავს როგორც სახიფათოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და პოპულარიზებას უწევს გაერო-ს მიზნებს - მთელი მსოფლიოს გათავისუფლებას რასობრივი სეგრეგაციისა და დისკრიმინაციისგან. ორი წლის შემდეგ გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია, რომელსაც სურდა ამ პრინციპების გაერთიანება იურიდიულად სავალდებულო ფორმატში – 1966 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 1963 წლის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის დეკლარაციის შესაბამისად (გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 1904, GA Doc. A/RES/1904 (XVIII), 21/11/63). დეკლარაციის პრეამბულაში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ გაერო-ს ანტიკოლონიური პრაქტიკა გმობს რასობრივ დისკრიმინაციას ან უპირატესობას, როგორც მორალურს, ისე სოციალურს, და თვლის მას უთანასწოროდ და სახიფათოდ. იმ დროისათვის ასევე დიდ ყურადღებას იქცევდა აპართეიდის თემა. დეკლარაციის ბევრი მუხლი სამართლებრივ ძალას პოულობს კონვენციის პირობებში. ამ ორ დოკუმენტს საფუძვლად უდევს ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპი, რომელიც მოცემულია გაერო-ს წესდებაში და ზოგად პრინციპებს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, გამოხატულს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. გენერალურმა ასამბლეამ კონვენციის ტექსტი მიიღო 1966 წლის 19 იანვარს. მან განაცხადა, რომ რასობრივი დისკრიმინაცია წარმოადგენდა საკითხს, რომელიც განხილული უნდა ყოფილიყო გაერო-ს ეგიდით. უნდა გვახსოვდეს, რომ კონვენცია რეალური იყო 1960-იან წლებში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე: იგი წარმოადგენდა კონსენსუალურ შეხედულებას რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც სათავეს იღებდა რასობრივი უპირატესობის (აპართეიდი) დოქტრინიდან და კოლონიალიზმიდან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იყო დეკოლონიზების აქტიური პერიოდი, ცოტა სახლემწიფო თუ გრძნობდა, რომ რასობრივი დისკრიმინაცია ნამდვილ პრობლემას წარმოადგენდა მათი იურისდიქციისთვის. თუმცა კომიტეტის მუშაობის დაწყებისთანავე, ამგვარი პრობლემები დადგა რასობრივი დისკრიმინაციის de facto განსაზღვრების მხირვ, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა სახელმწიფოში იგნორირებული დისკრიმინაციის გამოვლინებებს. „ეთნიკურ წმემდასთან“ ბრძოლა ახალი გამოწვევაა კონვენციის მონაწილე მხარეებისათვის. კონვენციის პრეამბულის პუნქტები ჰგავს დეკლარაციის დებულებებს. ისინი იმეორებენ რასობრივი ბარიერების მოხსნის აუცილებლობას, გმობენ აპართეიდს და მხარს უჭერენ გაერო-ს მცდელობას, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრას რასობრივი დისკრიმინაცია. კონვენცია შედგება სამი ნაწილისგან: პირველში დეტალურადაა მოცემული კონვენციის ფარგლები და მონაწილე მხარეებზე დაკისრებული ვალდებულებები; მეორე ეძღვნება იმპლემენტაციის/აღსრულების მექანიზმს; მესამე კი მოიცავს დოკუმენტის დასკვნით მუხლებს. მან კარგი გამოხმაურება მიიღო საერთაშორისო საზოგადოებისგან და რატიფიცირების მაჩვენებელიც მაღალი აქვს – 169 მონაწილე სახელმწიფო 2004 წლის ოქტომბრისთვის. კონვენციის მუხლი 1 (1) გვაწვდის „რასობრივი დისკრიმინაციის“ სამუშაო განსაზღვრებას: „ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისის გაკეთება ან აკრძალვების შემოღება რასის, კანის ფერის, წარმოშობის ან ეროვნული თუ ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე, რაც მიზნად ისახავს ადამიანის აღიარების, უფლებების რამენაირ უგულვებელყოფას და ზღუდავს მათ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო თუ სხვა რომელიმე სფეროში“. ნათან ლერნერი ამ განსაზღვრებას საკმაოდ ფართოდ მიიჩნევს ისეთი სიტყვების ჩასართავად, როგორიცაა „ყველა დიკრიმინაციული ქმედება, საერთაშორისო თუ ადგილობრივი, წარმატებული თუ წარუმატებელი, მიზნისა თუ შედეგის არსებობის პირობით“ (გვ. 26). ოთხ განსაზღვრულ მოქმედებას (განსხვავება, გამონაკლისის გაკეთება, შეზღუდვა და უპირატესობის მინიჭება) უნდა დაეფარა დისკრიმინაციის ყველა ასპექტი. ლერნერის აზრით, იმისთვის, რომ რომელიმე ამ ოთხი დასახელებული მოქმედებიდან განხილული იქნეს როგორც დისკრიმინაციული, უნდა შესრულდეს ორი პირობა. განსხვავებას, გამონაკლისის გაკეთებას, შეზღუდვასა და უპირატესობის მინიჭებას უნდა „(1) ჰქონდეს თანასწორობის საფუძველზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების უგულვებელყოფის ან ხელყოფის მიზანი ან (2) უნდა იძლეოდეს ამგვარ შედეგს“ (ლერნერი, გვ. 49). ალბათ საინტერესოა აღინიშნოს, რომ, გარკვეულ პირობებში, პოზიტიური დისკრიმინაცია შეიძლება დასაშვებიც იყოს. 1(4) მუხლში ნათქვამია, „განსაკუთრებული ზომები, რომლებიც მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ გარკვეული რასობრივი და ეთნიკური ჯგუფებისა თუ ინდივიდის სათანადო განვითარების უზრუვნელყოფის მიზნით, რომელიც მოითხოვება მათ მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების თანასწორად გამოყენებისთვის, შეიძლება არ ჩაითვალოს რასობრივ დისკრიმინაციად ოღონდ იმ პირობით, რომ ამგვარი ზომები შედეგად არ მოიტანს განსხვავებული რასობრივი ჯგუფების მიერ განსხვავებული უფლებების ჩამოყალიბებას და რომ ამგვარი ზომების გამოყენება შეწყდება იმ მიზნების მიღწევისთანავე, რომლებისთვისაც ისინი შემოღებული იყო“. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებისთვის მისაღებია აბორიგენი ადამიანების მიმართ ისეთივე მოპყრობა, როგორიც ხორციელდება ქვეყნის სხვა მოქალაქეების მიმართ. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, შეასწორონ ეროვნული კანონმდებლობა და მოახდინონ რასობრივი დისკრიმინაციის პრაქტიკის და/ან გაღვივების კრიმინალიზაცია (მუხლი 4). პრინციპში, სახელმწიფოს ყველა მოქალაქე, მათი რასობრივი წარმოშობის მიუხედავად (მუხლი 5), მაქსიმალურად თანასწორ პირობებში უნდა იყოს მოქცეული (კანონის წინაშე). ამგვარად, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და პასპორტების გაუცემლობა საზღვრისპირა რაონებში მცხოვრები ზოგიერთი მკვიდრი ჯგუფებისთვის, თუ მას კანონის ძალა აქვს მინიჭებული შესაბამისი მთავრობის მიერ, არღვევს კონვენციას. ბევრ სახელმწიფოს არ სურს პრობლემები ამ თვალსაზრისით. სახელმწიფოების მიერ კომიტეტისთვის გამოგზავნილი შენიშვნები კი გვიჩვენებს ამ სახიფათო ტენდენციის არსებობას. ზოგიერთი სახელმწიფო კი აცხადებს, რომ მას არ ჰყავს რაიმე ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება დისკრიმინაციას განიცდიდნენ მათ საცხოვრებელ ტერიტორიებზე, ხოლო სხვები კი ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ მათთვის უცნობია რასობრივი დაპირისპირება. ზოგიერთი ამ პრობლემათაგანი იმეორებს ერთმანეთს. მაგალითად, რასობრივი დისკრიმინაციის გაერო-სეულმა განსაზღვრებამ ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკის ადრეულ განცხადებას აპარტეიდთან დაკავშირებით, რომ თითქოს რასობრივი დისკრიმინაცია არ არსებობს ქვეყანაში, ვინაიდან იგი მსგავს შესაძლებლობებს უქმნის თითოეულ რასობრივ ჯგუფს მათი ცალ-ცალკე განვითარების მიზნით. მიუხედავად ამისა, აპარტეიდი კანონგარეშედ გამოცხადდა 1973 წლის კონვენციით აპართეიდის დანაშაულის დათრგუნვისა და დასჯის შესახებ (ამჟამად ამ დოკუმენტის მოქმედება შეჩერებულია).


ქალის დისკრიმინაცია

რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა.



ქალთა კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯნვას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალისათვის, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება, ან სრული უარყოფა.“



რელიგიური დისკრიმინაცია


რელიგიური დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა საერთაშორისო კონფლიქტების ერთ-ერთი უძველესი მიზეზია და, როგორც ეს ასე კარგად ჩანს ისრაელი/პალესტინის დამოკიდებულებიდან, იგი კონფლიქტის მიზეზია დღესაც. რელიგია ერთ-ერთ ფაქტორად ჩანს ადამიანის უფლებების განვითარების ისტორიის უადრეს საფეხურებზეც, რასაც მოჰყოლია მთელი რიგი საერთაშორისო შეხვედრები თუ ომები, გამოწვეული სახელმწიფოს უმრავლესობათა შორის იდეოლოგიური განსხვავებით. ბოლო წლებში რელიგიური განსხვავებები სახელმწიფოთა მთავარ ჯგუფებს შორის გახდა სამოქალაქო არეულობის და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნის მიზეზი. ამის თვალნათელი მაგალითია ბალკანეთი. რელიგია ყველაზე პრობლემატური საკითხია დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ კანონებში. საყოველთაო დეკლარაციის შედგენისას არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ ბევრ სახელმწიფოში არსებობს სახელმწიფო რელიგია და ასეთი ქვეყნები იმართება სასულიერო და არა საერო კანონებით. აქედან გამომდინარე, ბევრ სახელმწიფოში შეინიშნება ანომალიები. ქაიროს დეკლარაცია ისლამით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც 1990 წელს მიიღეს ისლამურმა ქვეყნებმა, იცავს შარიათის კანონებს და, აქედან გამომდინარე, კანონის წინაშე უპირატესობა ენიჭებათ კაცებს. ამის შედარება შეიძლება გენდერულად ნეიტრალურ ადამიანის უფლებათა არაბულ ქარტიასთან (1994), რომელიც ზღუდავს ისლამური შარიათის კანონების მოხსენიებას პრეამბულის პუნქტებით. ადამიანის უფლებათა არსებულ სისტემაში ალბათ თავი იჩინა სხვადასხვა სახის მიკერძოებამ, რადგან მასში უფრო „დასავლური“ საფუძველი იგრძნობა, თუმცა, როგორც ამას გვიჩვენებს პრაქტიკა, ეს ყოველთვის ასე არ არის. რამდენადაც ეს შესაძლებელია, ადამიანის საერთაშორისო უფლებები არ უნდა იყოს დამოკიდებული რაიმე მნიშვნელზე. მაგალითად, საქმეში „ჰოფმანი ავსტრიის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ავსტრიამ დაარღვია ევროპის კონვენცია, როცა მშობლის უფლების მინიჭებაზე უარი უთხრა დედას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი „იეღოვას მოწმეთა“ სექტის მიმდევარი იყო.



ირიბი დისკრიმინაცია


სიტუაცია, როდესაც ვითომ და ნეიტრალური კანონი იწვევს უარყოფით შედეგებს ერთ-ერთი სქესისათვის, რაც ობიექტური მიზეზებით არ არის გამართლებული.


უშუალო დისკრიმინაცია


უფრო ცუდი დამოკიდებულება და მოპყრობა ერთ-ერთი სქესის მიმართ.



ეთნიკური დისკრიმინაცია


როცა განსაზღვრული ჯგუფები განიცდიან სოციალურ ექსპლუატაციას ან წარმოადგენენ შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ობიექტს. ამის მაგალითია, ბოშათა ბედი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ანალოგიურ პრობლემას, ხშირად დაკავშირებულს რასისტულ ასპექტებთან, აწყდებიან მკვიდრი მცხოვრებლებიც, რაზეც მოწმობს აბორიგენების მდგომარეობა გვატემალასა და ავსტრალიაში. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული ზომების მიღება, დამცავი მექანიზმებისა და ხელისუფლების განაწილების სისტემის შექმნა;





Комментариев нет:

Отправить комментарий