ღმერთი

ღმერთი

среда, 7 мая 2014 г.

კაბალა, როგორც "ახალი მსოფლიო წესრიგის" მსოფლმხედველობა

ქრისტეანულ ევროპაში (მის საზღვრებს დროის ფარგლებში IV-XI საუკუნეებით მოვნიშნავდი. რაც შეეხება ამ პერიოდის "შუასაუკუნეებად", ან "ბნელ საუკუნეებად" წოდებას, - როგორც მათ მოცემული ისტორიული ტერმინების ავტორები იხსენიებენ, - ანტიქრისტეანულად მიმაჩნია) მსოფლმხედველობა მთლიანად რელიგიური, ქრისტეანული იყო. ნებისმიერი გადახრა მისგან გნოსტიციზმში ან ოკულტიზმში მწვალებლობით ინიღბებოდა და ღრმა იატაკქვეშეთში იმალებოდა.

დასავლეთ ევროპის მართლმადიდებლობისგან განდგომის შემდეგ (XI ს.) ქრისტეანულმა მსოფლმხედველობამ დასავლეთში თავისი პოზიციები დაკარგა. ე. წ. "აღორძინების" ეპოქა ჰუმანიზმისა და პროტესტანტიზმის გამოჩენით აღინიშნა.

ჰუმანიზმი, როგორც მსოფლმხედველობა, სამყაროს ცენტრში ღმრთის ნაცვლად აყენებს ადამიანს და ამგვარად ქადაგებს კაცღმერთობას. კაცღმერთობის უკიდურესი გამოვლინება იქნება ანტიქრისტე, "უსჯულოების კაცი, წარწყმედის ძე", რომელიც თავისი გამეფების შემდეგ "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4).

ჰუმანიზმისგან განსხვავებით, პროტესტანტიზმი მართალია გარეგან კავშირს ქრისტეანობასთან არ წყვეტს, მაგრამ ამსოფლიურ წარმატებას "ღმრთითკურთხეულობის" კრიტერიუმად სახავს, რითაც თაყვანს სცემს ამსოფლიურ ღირებულებებსა და ამა სოფლის თავადს - ღმრთისმბრძოლ სატანას.

ეს ორი, ერთის შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი მიმართულება, სადაც ერთი გარეგნულად ქრისტეანულია, მეორე კი, მატერიალური, - საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლურ საზოგადოებას. დასავლეთის კულტურტრეგერთა ბაირაღს ორივე მხრიდან დიდი ასოწებით აწერია "ადამიანის უფლებები" და "In God we trust" (ინგლ.: "ჩვენ გვწამს ღმერთი"). და ეს შემთხვევითი როდია, როგორც არ არის შემთხვევითი ის, რომ სწორედ XI საუკუნეში მართლმადიდებლობისგან განდგომამ გამოიწვია დასავლეთ ევროპაში ჰუმანიზმისა და პროტესტანტიზმის აღმოცენება.

განუდგნენ რა ქრისტეს, დასავლეთ ევროპელებმა დაკარგეს ქრისტეანული მსოფლმხედველობაც. მაგრამ, რადგანაც ვიცით, რომ "ცარიელ ტაძარს ეშმაკნი ეპატრონებიან", ქრისტეანული მსოფლმხედველობის ნაცვლად იქ გაჩნდა ახალი მსოფლმხედველობა, რომელშიც ჰუმანიზმი და პროტესტანტიზმი უმთავრესი შემადგენელი ნაწილები გახდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში, ურთიერთისგან დამოუკიდებლად განვითარებული და გარეგნულად ერთმანეთთან კავშირის არმქონე ეს მიმართულებები, შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ იმ ქრისტეანული ტრადიციების წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ევროპასა და აშშ-ში, და მოქმედებდნენ რა ქრისტეანობის სახელით, არსებითად დაამკვიდრეს იქ ანტიქრისტეანული მსოფლმხედველობა.


დღეს პროტესტანტიზმი და ჰუმანიზმი ღიად შეერთდნენ იმ "ტერორისტული საფრთხის" წინაშე, რომელიც "თავისუფალ სამყაროს" ემუქრება. თვითმარქვია მსოფლიო ლიდერმა, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (შვილმა), სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით, "მსოფლიო საზოგადოებისგან გარიყულებს" "ჯვაროსნული ომი" გამოუცხადა. ამავდროულად, თავის გამოსვლებში ის აქტიურად იყენებს რელიგიურ რიტორიკას და გამოდის პლაკატების ფონზე, რომელთაც აწერია "მეფე მეფეთა" და "ღმერთი ღმერთთა", სადაც აშკარა პარალელი ივლება ბიბლიურ ღმერთთან. მაგრამ სრულიად გასაგებია, რომ იარაღის ძალით ქრისტეს სახელის გულისთვის როდი ახვევს თავს დასავლური სამყარო თავის ჰუმანისტურ ღირებულებებს სხვა ცივილიზაციებს. და ის "მეფეთ მეფე", ვისი აჩრდილიც დაძრწის ამერიკის პრეზიდენტის ზურგს უკან, მხოლოდ "ძეა წარწყმედისა", რომელიც ქრისტეანობისა და ჭეშმარიტი ღმრთისგან განძარცული კაცობრიობის "გათავისუფლების" მრავალსაუკუნოვანი გზის ბოლოში გამოჩნდება.
დღეს პროტესტანტიზმი და ჰუმანიზმი ღიად შეერთდნენ იმ "ტერორისტული საფრთხის" წინაშე, რომელიც "თავისუფალ სამყაროს" ემუქრება. თვითმარქვია მსოფლიო ლიდერმა, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (შვილმა), სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით, "მსოფლიო საზოგადოებისგან გარიყულებს" "ჯვაროსნული ომი" გამოუცხადა. ამავდროულად, თავის გამოსვლებში ის აქტიურად იყენებს რელიგიურ რიტორიკას და გამოდის პლაკატების ფონზე, რომელთაც აწერია "მეფე მეფეთა" და "ღმერთი ღმერთთა", სადაც აშკარა პარალელი ივლება ბიბლიურ ღმერთთან. მაგრამ სრულიად გასაგებია, რომ იარაღის ძალით ქრისტეს სახელის გულისთვის როდი ახვევს თავს დასავლური სამყარო თავის ჰუმანისტურ ღირებულებებს სხვა ცივილიზაციებს. და ის "მეფეთ მეფე", ვისი აჩრდილიც დაძრწის ამერიკის პრეზიდენტის ზურგს უკან, მხოლოდ "ძეა წარწყმედისა", რომელიც ქრისტეანობისა და ჭეშმარიტი ღმრთისგან განძარცული კაცობრიობის "გათავისუფლების" მრავალსაუკუნოვანი გზის ბოლოში გამოჩნდება.

ერთის შეხედვით, აი, ასე, მრავალი საუკუნის განმავლობაში მოვიდა ჰუმანისტთა "მატერიალისტური" სწავლება თავის ლოგიკურ დასასრულამდე - ადამიანისგან "ღმრთის" შექმნამდე (განა ამაში არ ადანაშაულებდა სინედრიონი ქრისტეს: "ღმერთად აცხადებსო თავს"?!). ათი საუკუნის წინ ქრისტესგან განმდგარი ყოფილი ქრისტეანები დღეს მივიდნენ მის ანტიპოდთან.

თუმცა, ისინი როდი იყვნენ ამ ჭირით სავსე გზის "პირველაღმომჩენნი".

ორი ათას ხუთასი წლის წინ იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალემში დაბრუდნენ. მათმა უმეტესობამ თავისი ქალაქის აღდგენა დაიწყო, გაასწორეს წმიდა წერილის გრაგნილებიც. მაგრამ მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც ბაბილონიდან ოკულტური, წარმართული სწავლებები გამოიტანა და საფუძვლად დაუდო საიდუმლო მოძღვრებას, რომელიც ყოველივე იმის წინააღმდეგია ღმერთი აბრაამს, ისააკსა და იაკობს რომ ასწავლიდა და თავის ხუთწიგნეულში ჩაწერა მოსე წინასწარმეტყველმა.

ეს ძველაღთქმისეული მწვალებლები ქადაგებდნენ, რომ ღმერთი არარაა, ის არ არსებობს და რაღაც სახით გარდაქმნა და გამოვლენა მხოლოდ ხილულ სამყაროში შეუძლია, რომელიც ამავე დროს მისი ემანაციაა. მათი აზრით ყოველი არსება სამყაროში ღვთაების გამოვლინებაა (ემანაციაა), რომელიც გამუდმებით მოქმედებს მათში, სამყაროს გარეთ კი ღმერთი არ არსებობს. როგორც ტიხომიროვი წერდა, "კაბალა, როგორც ყოველგვარი წარმართული ფილოსოფია, აიგივებს ღმერთსა და ბუნებას. ბუნება ღმრთის ემანაციაა. და მეტიც, ბუნება არის თვით ღვთაების გაფორმების პროცესი".

ასე გაჩნდა ძველაღთქმისეულ ეკლესიაში სწავლება, რომელმაც პიროვნული ღმერთის ცნება უარყო და წარმართული პანთეიზმისაკენ მიიდრიკა. ეს ცრუსწავლება ოთხი საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა და ფორმდებოდა მანამ, სანამ ჯვარს აცვამდნენ ჩვენს უფალს, იესუ ქრისტეს და იუდეველთა მოდგმა ჭეშმარიტი ღმრთისგან განდგებოდა. ამის შემდეგ "გადმოცემები" (ებრ.: "კაბალა") ჩაწერეს და ებრაელ ერს ისე შესთავაზეს, თითქოსდა ის მოსეს დაუწერელი გადმოცემა ყოფილიყო.

XIV საუკუნეში "კაბალა" როგორც "გამოცხადება", ქრისტესგან უკვე განმდგარ ევროპასაც აზიარეს, რომელმაც შეცვალა "შუასაუკუნეობრივი ქრისტეანობა" და "ევროპული აღორძინების ტიტანები" საჭირო მიმართულებას შეუყენა.


ევროპაში კაბალა უპირველეს ყოვლისა არაბული ესპანეთისა და იტალის კათოლიკური უნივერსიტეტებიდან შემოდის, სადაც ოკულტიზმს კათოლიკე "ღვთისმეტყველები" ასწავლიდნენ. კათოლიკე კარდინალი ნიკოლოზ კუზანელი ევროპის ოკულტური ფილოსოფიის ერთ ერთი დამფუძნებელია. "ხილულ საგანთა და ღმრთი არსი ერთმანეთს ემთხვევა", - ასწავლიდა იგი, - "ეს კი სამყაროს ერთიანობაზე მეტყველებს". ამგვარად, ის აყენებდა პანთეიზმის იდეას, როდესაც ერთმანეთთან აიგივებდა ღმერთსა და მატერიალურ სამყაროს. კუზანელი სამყაროს შემოქმედის დონემდე აღმერთებდა ადამიანს და ევროპული ჰუმანიზმის საფუძვლებს ქმნიდა.

ფლორენციის "პლატონური აკადემია", რომელსაც კათოლიკე მღვდელი მარსილიო ფიჩინო ხელმძღვანელობდა (ცნობილია, რომ მან სანთელი აანთო პლატონის ბიუსტის წინაშე), ოკულტიზმისა და კაბალის სანერგე გახდა. პიკო დელლა მირანდოლამ (ფიჩინოს მეგობარი) 1486 დაწერა ტრაქტატი სახელწოდებით "ფილოსოფიური, კაბალისტური და თეოლოგიური დასკვნები" და მაგია დედამიწაზე ადამიანის გაბატონების მისაღწევ უმთავრეს იარაღად აღიარა. ამავე დროს ევროპაში გაფურჩქნული მწვალებლური სექტების საფუძველზე, რომელთა სწავლებები გნოსტიციზმის, ოკულტიზმისა და სოციალიზმის ნაზავს წარმოადგენენ, ინგლისში, გერმანიასა და ჩეხეთში რეფორმატორული მოძრაობები ვითარდება. ევროპას არყევდნენ ჰუსიტები, ანაბაპტისტები და სხვა "ჩეხი ძმები", რომლებსაც ოკულტიზმი და ჰუმანიზმი სახალხო მასებამდე მიჰქონოდათ.

საგულისხმოა, რომ სწორედ პრაღაში (სადაც პრაღის უნივერსიტეტში მაგისტრი იან ჰუსი ასწავლიდა) იმყოფებოდა მნიშვნელოვანი გეტო, სადაც განსწავლული რაბინები თიხის გოლემის შექმნასა და მის კაბალისტური შელოცვებით მის გაცოცხლებაზე ოცნებობდნენ.

არ არის შემთხვევითი, როდესაც სიტყვა "კაბალა" გვესმის, წარმოვიდგენთ შავ ფიგურას, რომელიც რაღაც ნიშნებს ხატავს, პერგამენტზე გამოსახული შეფუცვების წინაშე მაგიურ პასებს (ჰიპნოტური მანიპულაციები) ასრულებს. მაგრამ კაბალა - ეს, უპირველეს ყოვლისა, მსოფლმხედველობაა, მაგია კი მისი პირმშო. კაბალისტური მსოფლმხედველობის საფუძველი, როგორც ეს ზემოთ ითქვა, პიროვნული ღმერთ-შემოქმედის უარყოფა გახდა. ამგვარმა უარყოფამ კი გამოიწვია პანთეიზმისკენ გადახრა და ქმნილების გაღმერთება. ასეთი ცთომილება ყოველი ერისთვის დამღუპველია, მაგრამ განსაკუთრებული ის იუდეველი ერისთვის აღმოჩნდა, რომელმაც თავისი სულიერი პირველშობილება, მიწიერ სიკეთეთა "ერთ წვნიან შეჭამადში" გაცვალა.

ისრაელმა აღთქმა დადო ერთ, ჭეშმარიტ ღმერთთან, რომელმაც იუდეველნი მისთვის აირჩია, რათა მათ წარმართობისთვის ჭეშმარიტება ექადაგათ და ღმრთის სასუფევლისთვის ეღვაწათ. ღმერთს აფუძნებდა თავის იმედსა და სასოებას ძველაღთქმისეული ისრაელი.

მაგრამ, თუკი კაბალის ღმერთი არარაა, რომელიც თავს მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში ავლენს ემანაციების სახით, მაშინ ისრაელი კარგავს თავის პიროვნულ ღმერთს და მის ყველა აღთქმას. ამგვარ დასკვნასთან რომ მივიდნენ, ისრაელის ბელადებმა თავიანთი იმედი უფალს კი არ დააფუძნეს, არამედ საკუთარ ძალებს. ცნობილ კაბალისტს, რაბი აკიბას ეკუთვნის ცნობილი და მნიშვნელოვანი ფრაზა: "თუ ღმერთს არ უნდა ჩვენი დახმარება, ჩვენს მტრებს მაინც ნუ დაეხმარება, და მაშინ ჩვენ დავძლევთ მათ".

ამგვარად, ქრისტეს ჯვარცმით ებრაელმა ერმა უარი განაცხადა ღმრთის სასუფევლის ქადაგებაზე და თავის მიზნად დედამიწაზე ისრაელის სამეფოს აშენება განიზრახა. საგულისხმო გადაწყვეტილებაა, თუ გავიხსენებთ, რომ სიტყვა "ისრაელი" ღმრთისმბრძოლს ნიშნავს.

აქედან იწყება ხანგრძლივი, 2000 წლოვანი გზა ღმრთისმბრძოლი ერისა მსოფლიო ძალაუფლებისკენ, დედამიწაზე საკუთარი "ისრაელის სამეფოს" აშენებისკენ. დღეს ჩვენ ამ ჯიუტი ბრძოლის უკანასკნელ ეტაპს ვაკვირდებით - ეს არის მთელს მსოფლიოში ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება და ამის შემდეგ ანტიქრისტეს გამეფება.

"უსჯულოების საიდუმლოს" ეს შემადგენელი ნაწილი თუ პოლიტიკურია, რადგან დედამიწაზე საკუთარი ბატონობის დამყარება სწორედ პოლიტიკური ბრძოლაა, მაშინ მის მეორე ნაწილს, რომელიც ასევე კაბალისტური სწავლებიდან მომდინარეობს, მისტიკური შეიძლება ვუწოდოთ.

აზრმა იმის შესახებ, რომ ღმერთი "ყოველივე არსებულის სუბსტანციაა" (თალმუდი), რომ ღმერთი "სულის მსგავსია, სამყარო კი - სხეულისა", სიონის ბრძენკაცები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მატერიალური სამყაროს საგნების მეშვეობით შესაძლოა სულიერ სამყაროზე ზემოქმედება (გაონ საადია, IX ს.). ამგვარი ზემოქმედების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, კაბალისტთა აზრით, გახლავთ ციფრი და სახელი, რომელიც კაბალის მიხედვით განსაზღვრავს თვით საგნის არსს (გაონ გაი). ამგვარ სწავლებას პირდაპირ მივყავართ ციფრულ იდენტიფიკაციამდე, რომელიც საკუთარ თავში კაბალისტებისთვის მატერიალურ და იდეალურ სამყაროებზე ზემოქმედების ამ ორ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს შეიცავს. სწორედ ციფრული სახელების მიხედვით აპირებენ მსოფლიოს თანამედროვე ბელადები კაცობრიობის მართვას.

კაცობრიობაზე ბატონობისკენ სწრაფვა დაკავშირებულია მის განსაკუთრებულ როლზე კაბალისტურ სწავლებაში. კაბალის მიხედვით იდეალური ადამიანი და ღმერთი ერთმანეთისგან თითქმის არ განირჩევა. რაბინი კაბალისტი სიმონ ბენ იოხაი ასწავლიდა, რომ "ადამიანის ფორმა შეიცავს ყოველივეს რაც ცაშია და რაც მიწაშია, უზენაეს და უქვემოეს არსებებსაც... ვერავითარი ფორმა, ვერავითარი სამყარო ვერ იარსებებს ადამიანის ფორმამდე... ყოველივე, რაც არსებობს, მხოლოდ მისი მეშვეობით არსებობს და მის გარეშე სამყაროც ვერ იარსებებდა".

სარწმუნოების მართლმადიდებლური სიმბოლო ("მრწამსი") ქრისტეს შესახებ მოწმობს, რომ ყოველივე მის მიერ იქმნა. კაბალისტები კი ასწავლიან, რომ ყოველივე, რაც კი სამყაროში არსებობს, მხოლოდ ადამიანისგან წარმოიშვა. კაბალისტურ წიგნ "ზოჰარ"-ში ადამიანის როლზე წერია: "ადამიანი ყველა იმ გზის გადაკვეთაა, ზეციდან რომ მოდის მიწისკენ და მიწიდან ზეცად აიზიდება, მისი მეშვეობით მოძრაობენ აღმავალი და დაღმავალი ძალები. ის არის ყოველივეს გამანაწილებელი. მის გარეშე არაფერს შეუძლია არსებობა".

ეს არის პირდაპირი და დაუფარავი კაცღმერთობა. უეჭველია, რომ თანამედროვე ჰუმანიზმი ამ კაბალისტური ჰუმანიზმის ნაშიერია. თუმცა, ერთიც და მეორეც ერთი იდეით, ანტიქრისტეს გამეფებით მთავრდება, რადგან ანტიქრისტე ამ წუთისოფლის ჰუმანისტური სულის უკიდურესი გამოვლინებაა.

ამგვარად, როგორც ვხედავთ, კაბალის როგორც პოლიტიკური (ისრაელის მეფობა ღმრთის მეფობის ნაცვლად), ასევე მისტიკური (ადამიანის გაღმერთება) ნაწილები ყოფიერების ერთ წერტილში იყრიან თავს, - ეს არის ანტიქრისტეს მსოფლიო სამეფოს აშენება, სხვაგვარად - ახალი მსოფლიო წესრიგი.

მაგრამ მართლმადიდებლებს არა აქვთ მიზეზი სასოწარკვეთილებისა: "ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს" (გამოცხ. 20:4-6).


ვ. მანიაგინი

apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий