ღმერთი

ღმერთი

среда, 4 июня 2014 г.

1997 წლის შემდეგ, პირველად, „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ლიდერები რუსეთის გარეშე შეიკრიბებიან

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბრიუსელში, „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ლიდერები დღეს რუსეთის გარეშე შეიკრიბებიან; ეს პირველი შემთხვევაა, 1997 წელს რუსეთის „დიდ რვიანში“ გაწევრიანების შემდეგ.

მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება. ასევე იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე.

სამიტის გამართვა თავდაპირველად სოჭში იგეგმებოდა, თუმცა უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს, შეხვედრის გამართვა კი ბრიუსელში გადაწყდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი „დიდი შვიდიანის“ სამიტს არ დაესწრება, ის 6 ივნისს, საფრანგეთში, ნორმანდიის ბრძოლის 70 წლის იუბილეზე მსოფლიო ლიდერებს შეხვდება.

რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კემერონთან.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა საფრანგეთში ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს არ გამართავს.

http://reportiori.ge/?menuid=8&id=29025

Комментариев нет:

Отправить комментарий