ღმერთი

ღმერთი

среда, 11 июня 2014 г.

რა აკავშირებთ იეჰოვას მოწმეებს მსოფლიო პოლიტიკურ მმართველობასთან და რა მსოფლიო წესრიგის დამყარებას ელიან ისინი

  როგორც ცნობილია, იეჰოვას მომწეები თავს უწყინარი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებად მიიჩნევენ, ამჯერად კი ჩვენი ყურადღება ერთმა საყურადღებო დეტალმა მიიქცია. ახლახან ხელში ჩაგვივარდა იეჰოვას მოწმეების მიერ გამოშვებული ბროშურა, რომელსაც ისინი, ჩვეულებისამებრ, სახლებსა თუ ქუჩებში არიგებენ ხოლმე.



ეს ფაქტი არც გაგვიკვირდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადღება ბროშურაზე გაკეთებულმა წარწერებმა მიიპყრო. მასზე მითითებულია, რომ გვიწვევენ იეჰოვას მოწმეების წლევანდელ სამდღიან კონგრესზე (13-15 ივნისს) _ «გულთბილად გიწვევთ ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენების მოსასმენად, რომლის სათაურია «ვინ იქნება მსოფლიოს საუკეთესო მმართველი?». «ერთი მსოფლიო ერთი ხელისუფლება» და ჩამოთვლილია კითხვები, რომლებზე პასუხის მოსმენაც (ბროშურის თანახმად), ზემოაღნიშნულ კონგრესზე იქნება შესაძლებელი. «რატომ გვჭირდება ერთი ხელისუფლება? შესაძლებელია, მთელ მსოფლიოს ერთი ხელისუფლება მართავდეს? ვის შეუძლია მსოფლიოს საუკეთესოდ მართვა?»


საინტერესოა, რა კავშირშია «უწყინარი რელიგიური ორგანიზაცია» მსოფლიოს მმართველობასთან? რა კავშირი აქვთ მათ სახელმწიფო მართვის საკითხებთან? მით უფრო, რა კავშირი აქვთ მათ გლობალისტების, მასონების იდეოლოგიასთან? ეს ყველაფერი საინტერესოა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიას მუდმივად ადანაშაულებენ, რომ ის პოლიტიკაში ერევა, რატომ არავის უჩნდება კითხვა მათთან დაკავშირებით? რა მსოფლიო წესრიგის დამყარებას ელიან იეჰოვას მოწმეები და რა მიზნები ამოძრავებთ ვითომდა უწყინარი რელიგიური ორგაზნიაციის წევრებს? შევეცადეთ, აღნიშნულ კითხვებზე პასუხები მართლმადიდებელი სასულიერო პირებისგან მოგვესმინა.


აკაურთას სიონის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი (ახვლედიანი):



_ ჩვენი მოსაზრებით, ჭეშმარიტი ღმერთი ერთია და ის მართლმადიდებლობაშია, ხოლო რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, არის წარმართული, არასწორი სწავლება, ღვთის მიერ დადგენილი საეკლესიო სწავლების დამახინჯება. აქედან გამომდინარე, ყველა მათი მოსაზრება ბოროტითაა ნაკარნახევი. ბოროტს სურს, რაც შეიძლება მეტი სული წაწყმიდოს და ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი, რომელიც ბოლო ჟამს ბოროტმა მოიფიქრა, არის მსოფლიო წესრიგის დამყარება, რომელსაც ერთი მსოფლიო მმართველი ეყოლება. მათი მიზანია, ადამიანების ელექტრონულ კონცლაგერში შეყვანა და მათი ინდივიდუალური მართვა. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ეს (ბროშურასთან დაკავშირებით ვამბობ) ცალსახად ემსახურება და ერთ-ერთი პატარა წვეთია მსოფლიო წესრიგის შექმნისა და მსოფლიო მმართველის მოსვლისთვის, რომელსაც ჩვენ _ მართლმადიდებლები ანტიქრისტეს ვუწოდებთ.


_ იმ ფონზე, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიას მუდმივად ადანაშაულებენ, რომ ის პოლიტიკაში ერევა, რატომ არავის უჩნდება კითხვა სექტანტებთან დაკავშირებით? რა კავშირშია რელიგია და მსოფლიო მმართველობა?


_ თვითონ ტერმინი მსოფლიო მმართველობა უკვე გულისხმობს ქვეყნებში ძირეული ფუძემდებლური კულტურის, რელიგიის გაქრობას. მაშინ, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ერევა პოლიტიკაში და გარკვეულ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, თუ დავუკვირდებით, ეს პოლიტიკური განცხადებები ნამდვილად არ არის. ეს არის თითოეული ადამიანის განცხადებები მათი ოჯახის და ზოგადად, საქართველოს შენარჩუნებისკენ, კეთილდღეობისკენ, განვითარებისკენ, რეაბილიტაციისკენ მოწოდებული. უბრალოდ, ამას პოლიტიკოსები და პოლიტიკანები, ხშირ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკურ განცხადებებს, ისე აფასებენ.


_ იეჰოვას მოწმეების ბროშურაზე მოცემულია ასეთი კითხვებიც: «რატომ გვჭირდება ერთი ხელისუფლება. შესაძლებელია მთელ მსოფლიოს ერთი ხელისუფლება მართავდეს?» «ვის შეუძლია მსოფლიოს საუკეთესოდ მართვა?» და მითითებულია, რომ ამ კითხვებზე პასუხს შეხვედრაზე მოვისმენთ. ასეთი იდეები მასონებს, გლობალისტებს აქვთ. ერთი შეხედვით, უწყინარ რელიგიურ ორგანიზაციას, რა კავშირი აქვს მათ იდეოლოგიასთან?


_ მასონისტურ სიონისტური ძალები ყველასთან ამყარებენ კავშირს და თავად ხელს უწყობენ და ქმნიან ბევრ ორგანიზაციას, რომლებიც მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევენ და შემდეგ ეს ქაოსი სისხლისღვრაში გადაიზრდება, რომელსაც მართლმადიდებელი სამყარო წინასწარვე იცნობს, როგორც მესამე მსოფლიო ომს. ეს გაუადვილებს ანტიქრისტეს მსოფლიოში გამეფებას. ყოველივე ამ მრავალწახნაგოვან დიდ მექანიზმში, რომელშიც ორმაგი სტანდარტები მეფობს, თუნდაც ე.წ. დემოკრატიულ ქვეყნებში, ამ დიდი მექანიზმის ერთ-ერთი პატარა ჭანჭიკია რასელის მიმდევარი საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს ემსახურება.


_ ბოლო დროს თბილისში საკმაოდ მომრავლდნენ სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები. როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ქრისტიანი მათთან შეხვედრის დროს, როდესაც მას ბროშურას სთავაზობენ და საუბარს უწყებენ?


_ ხშირად გამიგია, როდესაც ადამიანი რასელისტს შეხვდება, ემოციურად და აგრესიულად გამოხატავს თავის გულისტკივილს. ადამიანურად შეიძლება გავუგოთ მათ, მაგრამ ამით მათ წისქვილზე ვასხამთ წყალს, რადგან, როდესაც აგრესიას იღებენ მართლმადიდებლებისგან, ისინი ამას თავიანთ თავს მოწამეობაში უთვლიან და შედეგიც არ მოაქვს. აგრესიის გამოხატულების ლოკალური შემთხვევებით ბევრი საკითხი ზიანდება.


როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, არსებობს კეთილშობილი მრისხანება და დამღუპველი სიმშვიდე. მე პირადად მჯერა, რომ ერთ დღეს საქართველოს მოევლინება ღვთივკურთხეული პიროვნება მეფედ, რომელიც სწორედ ამ კეთილშობილი მრისხანებით დაარეგულირებს ყველაფერს და ისეთ გამართულ მართლმადიდებლურ კანონებს მიიღებს, რომლებიც დაარეგულირებს ურთიერთობებს ყველა რელიგიურ დენომინაციას შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპით, მაგრამ ერთი საფეხურით უპირატესობას მიანიჭებს მართლმადიდებლობას. სხვა რელიგიური მიმდინარეობების მიმართ საქართველოში აგრესიული განწყობა არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ უპირატესობითა და დომინანტობით ყოველთვის იქნება თითოეული ადამიანის ცნობიერებაში გამოხატული, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ მართლმადიდებლობაშია. ხოლო ეს აგრესია, რომელიც დღეს ამ ადამიანების მიმართ არსებობს, როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლების ლოიალიურმა და არასწორმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.


მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მამა დავითი (ქვლივიძე):


_ ეს ყველაფერი, რაც ბროშურაზე წერია, მსოფლიო მმართველობასთან დაკავშირებით, პირდაპირ კავშირშია იეჰოვას მოწმეებთან. მე სულ ამას ვამბობდი, რაც ეს იეჰოვას მოწმეები გამოჩნდნენ, ისინი მსოფლიო მმართველობის შესაცვლელად ამზადებდნენ გზებს და, როგორც ვხედავთ, შემდეგ თავიც გამოამჟღავნეს. აბა, ერთი მსოფლიოს ერთი ლიდერი რას ნიშნავს? თუმცა იეჰოვას მომწეებმა სახარება შეცვალეს, ახალი სახარება დაწერეს და, პოლიტიკაში რომ ჩაერიონ, მათგან რა გასაკვირია, განა არსებობს ამის მერე მათთვის ისეთი რამ, რასაც ვერ შეცვლიან და არ იტყვიან? მათთვის არაფერი წმინდა აღარ არსებობს. ამ ყველაფერზე პასუხი წმინდა მამებს, მაგალითად, ეფრემ ასურს აქვს კარგად გაცემული. გადახედეთ იეჰოვას მოწმეების ჟურნალს, შემდეგ _ ეფრემ ასურის ნააზრევს და პასუხს იქ ამოიკითხავთ.


ნათქვამია, რომ ხე ნაყოფით შეიცნობაო. დააკვირდით, რას ქადაგებენ იეჰოვას მომწეები და ყველაფერი ცხადი გახდება.


დაბა კაზრეთის წმინდა სამების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი არჩილი (ქიტუაშილი):


_ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ანტიქრისტეს მოლოდინს და მისთვის ტახტის მომზადებას. როგორც ჩანს, ისინიც იმავე ხაზს ატარებენ, რომელსაც გლობალისტები და მასონები, რადგან ეს ყველაფერი, რაც ბროშურაზე წერია, ერთმნიშვნელოვნად მასონური იდეებია. მიჭირს წინასწარ ანალიზი, რადგან არ ვიცი, რას ილაპარაკებენ აღნიშნულ შეკრებაზე, მაგრამ ბროშურაზე მითითებული წარწერები პირდაპირ ნიშნავს ანტიქრისტესთვის ტახტის მომზადების მცდელობას. ვინაიდან ვიცით, რომ, ანტიქრისტე როდესაც მოვა, ის იქნება საუკეთესო მმართველი. ის ასე უნდა მოვიდეს და, როგორც ჩანს, ისინი ეხმარებიან.


_ იეჰოვას მოწმეების ქადაგებაში დღემდე მსგავსი რამ გაჟღერებულა მსოფლიოს მმართველობასთან დაკავშირებით?


_ მართალია, მათი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ასე მძაფრად, მგონი, არ თქმულა. რაც შეეხება რელიგიური ორგანიზაციის საერო მმართველობასთან კავშირს, ასე ვიტყოდი: თავად ანტიქრისტეც არ იქნება მხოლოდ საერო მმართველო, ის სასულიერო მმართველიც იქნება, შესაბამისად, ეს ყველაფერი მხოლოდ ანტიქრისტესთვის ტახტის მომზადებას ემსახურება.


მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

geworld.net


Комментариев нет:

Отправить комментарий