ღმერთი

ღმერთი

суббота, 14 июня 2014 г.

გარდაცვლილის პიროვნება ცხოვრებას აგრძელებს, ის მხოლოდ არსებობის სხვა ფორმაში გადადის...

ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია) წერილი დედას

შენს სანუგეშოდ ერთ-ერთი ყველაზე მადლიანი წმინდანის თეოფანე დაყუდებულის სამი პატარა წერილი ვთარგმნე შენთვის. პირველი წერილი მან თავის მომაკვდავ დას მისწერა: "მშიდობით დაო! ღმერთმა აკურთხოს შენი გარდაცვალება და შენი გზა ზეცისაკენ. შენ ხომ მაინც ცოცხალი დარჩები, მხოლოდ სნეული მოკვდება, შენ კი სხვა სამყაროში გადახვალ, ისეთივე ცოცხალი როგორც ახლა ხარ, შენი ცნობიერებით აღჭურვილი და გარემომცველი სამყაროს რეალურად აღმქმელი. იქ შენ ჩვენი მშობლები და და-ძმები შეგხვდებიან ჩემგან დიდი მოწიწება გადაეცი მათ და სთხოვე გააგრძელონ ჩვენზე ზრუნვა ... იქ შენ უკეთესად იგრძნობ თავს, ვიდრე აქ, ამიტომ სიკვდილის მოლოდინში ნუ შეძრწუნდები; შენი მფარველი ანგელოზი აიტაცებს შენს სულს და იმ გზებით გატარებს, რომელიც ღმერთმა შენთვის განსაზღვრა. და თუ ცოდვებზე ფიქრები გაწუხებენ, მოინანიე ისინი და მთელი გულით და მტკიცედ გწამდეს, რომ უფალი-მაცხოვარი მონანიე ცოდვილთა ყველა ცოდვას აქარვებს. შენიც განქარდება-როგორც კი მოინანიებ. ეს რწმენა მტკიცედ გქონდეს გულში და ნუ განეშორები მას. ღმერთმა გაჩუქოს მშვიდობიანი გარდაცვალება! თვალის დახამხამება და მეც მოგეწევი, ამიტომ ჩვენზე, აქ დარჩენილებზე არ იდარდო, მშვიდობით, უფალი შენთან!"

მეორე წერილი მან თავისი მომაკვდავი დის ქმარს მისწერა: "მოიკრიბეთ ძალები და გამაგრდით, ჩემი და თავად ხომ არ კვდება, მხოლოდ მისი სხეული კვდება; გარდაცვლილის პიროვნება ცხოვრებას აგრძელებს. ის მხოლოდ არსებობის სხვა ფორმაში გადადის... მკვდარ სხეულში ის არ იქნება და არც სამარეში დაფლავენ მას. ის სხვა ადგილას იქნება, ისევე ცოცხალი, როგორც ახლა და სანამ ზეცაში ავა, პირველი დღეები, ისევ თქვენს გვერდით იქნება, მხოლოდ მისი დანახვა იქნება შეუძლებელი და ვერც დაელაპარაკებით მას, მაგრამ ის აქ იქნება ირწმუნეთ ეს! ჩვენ, დარჩენილები, გარდაცვლილებზე ვტირით, ისინი კი იმწამსვე თავისუფლდებიან მიწერი ტვირთისაგან და მათი მდგომარეობა სანატრელია.


იყო შემთხვევები, როცა გარდაცვლილ სულებს ისევ სხეულში აბრუნებდნენ და ამის გამო ისინი თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ. ჩემი დის სულიც ბედნიერი იქნება, როცა მიწიერი ბორკილებისგან განთავისუფლდება, მისთვის ეს უკეთესი მდგომარეობა იქნება, ჩვენ კი თუ ვიგლოვებთ ისე თითქოს მას უბედურება ელოდება, ის ნამდვილად გაოცდება ჩვენი შემხედვარე. მე ყოველთვის იმ აზრს ვიზიარებდი, რომ ადამიანის გარდაცვალების გამო სამგლოვიარო კი არა საზეიმო სამოსით უნდა შევიმოსოთ. რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ნეშტს შესაფერისი პატივი უნდა მივაგოთ, რაც სამართლიანია, მაგრამ რატომ ეპყრობოდნენ მკვდარ სხეულს როგორც ცოცხალ არსებას ჩემთვის გაუგებარია.

ღვთისთვის არავინაა მკვდარი, მისთვის ყველა ცოცხალია. ჩვენ კი ვუმზერთ უსულო, გალურჯებულ და გაქვავებულ სხეულს და სრულიად მცდარი წარმოსახვებით ვიკლავთ გულს, ამას ემატება ტრადიციული აზრები, ცივი სამარე... უბედურება.. მწუხარება! საწყალი, უიღბლო ჩვენი მკვდარი! სინამდვილეში კი ის ნათელ ადგილას არის, სრული სიხარულის მდგომარეობაში იმყოფება და ყველა ბორკილებისაგან თავისუფალია; ჩვენ დაახლოებითაც კი არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა კარგად გრძნობს ის თავს! და ის ისეთვე ცოცხალი პიროვნებაა, როგორიც იყო გუშინ, გარდაცვალების წინ; მხოლოდ თუ აქამდე იტანჯებოდა, ახლა თავისუფალია ყოველგვარი ტვირთისგან. გარდაცვლილთა სულები ისევე სწრაფად მოძრაობენ, როგორც ჩვენი აზრები და ისინი ჩვენთის გაცილებით უფრო ახლობელნი ხდებიან, ვიდრე აქ ამ მიწაზე იყვნენ, ვინაიდან აქ ჩვენ ადამიანები ერთმანეთისგან სივრცით ვართ დაშორებულნი, ხოლო უხილავი ყოფიერება ყოველგვარი განშორებისგან თავისუფალია. საკმარისია გაიფიქრო გარდაცვლილზე (მხოლოდ გულისმირი, ხალასი მოგონებით) და ის უკვე აქ შენთან არის.

გარდაცვლილებს პირველ ხანებში ჩვენი დახმარება სჭირდებათ, მათ საზვერეები უნდა გაიარონ და ამიტომ ჩვენ, დარჩენილებს გვიხმობენ საშველად, აი რას უნდა მივაპყროთ ჩვენ მთელი ჩვენი ყურადღება და ამით მათდამი სიყვარული გამოვავლინოთ. მე ვფიქრობ გარდაცვლილისადმი ჩვენი სიყვარულის წუთიდან მისთვის ლოცვაში ჩავიძირებით და ღმერთს მის შეწყალებას და დახმარებას გამოვთხოვთ, განსაკუთრებით პირველი ექვსი კვირის განმავლობაში და მერეც. თეოდორაზე არსებულ გადმოცემაში ნათლად ჩანს, რომ ანაგელოზები ბოროტ სულებს ბაჟს უხდიდნენ იმ ქისიდან, რომელიც თეოდორას სულიერი მოძღვრის ლოცვებით იყო სავსე. ასევე სასარგებლო იქნება ჩვენი ლოცვა ჩვენი გარდაცვალებისთვის. ნუ დაგავიწყდებათ მათთვის ლოცვა - აი თქვენი სიყვარული! ჩემი დის გარდაცვალება მეც დროულად მაცნობეთ, რომ მეც ვილოცო მისთვის. ზედმეტი გლოვა კი არაფერ შედეგს არ მოგვიტანს".





karibche.ambebi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий