ღმერთი

ღმერთი

четверг, 12 июня 2014 г.

მასონობა და მსოფლიო ბატონობა ქრისტიანულ შუქზე ნაწილი II (მცირედი თარგმანით)

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბატონობის არსი და მიზანი ბოლომდე გაცნობიერებული აქვს ოდენ ორ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალას: ქრისტეს ჭეშმარიტ საყდრიონს და იმ "მსოფლიო მმართველებს", ვისი წაქეზებითაც სიძულვილით გონებადაბინდულმა ბრბომ ორი ათასი წლის წინ იხუვლა:

"ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!" _ იუდეა-მასონობას!

დანარჩენი კაცობრიობა, მეტ-ნაკლებად, უმეცრებაში ჰგიებს. ამ ორი წყაროს განხილვით, ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და მასონური გეგმის შეჯერებით, შესაძლებელია მსოფლიოში მიმდინარე სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი მოვლენების სრულად წარმოჩენა.

ისრაელთმოძულეობის ("ანტისემიტიზმში") ჩვენი დადანაშაულების ყოველგვარი მცდელობის გამოსარიცხად, თავიდანვე გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თალმუდისტური და კაბალისტური იუდაიზმის, როგორც "მესიის" შესახებ ცრუ სწავლების, ანუ ცრუქრისტეს სარწმუნოების მხილებით და უარყოფით ჩვენ სრულებითაც არ ვემიჯნებით ეროვნებით იუდეველს _ ისრაელელს, რომელსაც ქრისტემ მოყვასი უწოდა და მცნებად დაგვიდო, შევიყვაროთ იგი _ "ვითარცა თავი თვისი". მოსეს რჯულის მიმდევარ იუდეველებთან ჩვენ ძმობისა და სიყვარულის 26 საუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს.

მასონობა, რომელიც თავს "თავისუფალ ქვისმთლელთა ძმობას" უწოდებს, სოლომონ ბრძენის ეპოქაში იღებს სათავეს. პირველი მასონები სოლომონის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი, ოსტატი ადონირამი და მისი კირითხურონი იყვნენ. მასონური გადმოცემით, ქრისტეს შობამდე 929 წელს მოხდა სიონელ ბრძენთა შეკრება, რომელზეც შეიმუშავეს მათი მესიისთვის, სინამდვილეში, ცრუმესია_ცრუქრისტესთვის, მსოფლიოს განმზადების გეგმა. მის განხორციელებაზე თაობები საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ. ეს არის მსოფლიო შერწყმისა და მასზე გაბატონების გეგმა. ეს შეთქმულება იდუმალი გველის სახით გამოიხატება, რომელიც აღნიშნულ წელს გამოცოცდა იერუსალიმიდან და მსოფლიოზე შემოხვევ-შემორკალვა დაიწყო; როდესაც გველის თავი საწინააღმდეგო მხრიდან კვლავ დაბრუნდება იერუსალიმში და კბილებს ჩასჭიდებს საკუთარ კუდს, შემორკალვა დასრულდება და ცრუქრისტე შემოვა მსოფლიოში. გველის მოძრაობა გულისხმობს მასონების გავლენის ქვეშ მსოფლიოს მოქცევას და ბრძოლას ქრისტიანობასთან, რისი თვალსაჩინო მაგალითებია საფრანგეთისა და რუსეთის გადატრიალებებია ("რევოლუციები")".

ზოგადად, სახალხო მმართველობები ("დემოკრატიისა") და ჯგუფური მართვის აზრი "მასონურმა ლოჟებმა" ქრისტიანული მონარქიების დასამხობად წამოსწიეს, ვინაიდან ქრისტიანული მონარქია, წმ. თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, არის "ერთგვარი შემაკავებელი მასონური ანუ ეშმაკისეული საქმისა".

მსოფლიო სახელმწიფოებრიობის უახლესი მაგალითები ნათელს ჰფენენ, თუ როგორია ე.წ. "ახალი წესრიგის" დამყარების ცრუქრისტესეული გზები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითია ხელოვნური და წაქეზებით დაპირისპირების მართვის მეთოდები. ცნობილი ამერიკელი სახელმწიფო და დაპირისპირებების მცოდნე ენტონ სატტონი თავის ფუძემდებლურ ნაშრომში _ "როგორ ახდენს მასონური ორდენი ომებისა და გადატრიალების მოწყობას" _ წერს:

"მართვადი დაპირისპირების გარეშე ე.წ. "ახალი მსოფლიო წესრიგი" არ დამყარდება; ცალკეული პირების შემთხვევითი ქმედებანი საზოგადოებაში სასურველ შერწყმას ვერ გამოიწვევს. ეს შერწყმა დაგეგმილია, იგი უნდა შეიქმნას; და მას ქმნიან მართვადი, გამოწვლილვით გათვლილ-გაანგარიშებული დაპირისპირების მეშევეობით. აი, რატომ ეხმარებოდნენ საერთაშორისო ბანკირები უოლტ-სტრიტიდან ერთდროულად გერმანელ ნაცისტებსა და რუს კომუნისტებს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას _ აშშ-ის უბოროტეს მტრებს".

ვინც მცირედ მაინც იცნობს მასონობის წარსულს, ეწვიც არ შეეპარება, რომ ბოლშევიზმიც, კომუნიზმიც, ფაშიზმიც, სისხლიანი თუ უსისხლო (ფერადი) გადატრიალებები ("რევოლუციებიცა") და ჩვენი დროის ყველა უბედურება მართული იყო და არის სწორედ მასონობის წარმმართველი ძალის მიერ. მსოფლიოში აღიარებული ყველა მნიშვნელოვანი მკვლევარი, (მათ შორის, ალ. სოლჟენიცინი) ეთანხმება იმ აზრს, რომ რუსეთში მოხდა მხოლოდ ერთი გადატრიალება _ თებერვლის, როცა მეფე აიძულეს, გადამდგარიყო და მთელი ძალაუფლება მასონებმა ჩაიგდეს ხელში (დროებითი მთავრობის ყველა წევრი, ქართველი "მინისტრების" - ჩხეიძე და წერეთელის ჩათვლით, მასონური დაწესებულებების წევრები იყვნენ); და ერთ დღეს ამ მასონებმა სრულიად უბრძოლველად გადააბარეს ძალაუფლება ბოლშევიკებს. 1917 წლის ოქტომბერში (ახალი აღრიცხვით 7-8 ნოემბერს) გადატრიალება არ მომხდარა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; მოხდა ხელისუფლების დათქმული გადაბარება (რაც თანამედროვე "ფერად" გადატრიალებებში გვხვდება).

მასონობას განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქრისტიანობა სძულს, ვინაიდან იგი ქრისტიანულ აღმსარებლობათა შორის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, რომელშიც შეუცვლელადაა დაცული სახარებისეული სწავლება, ხოლო ყველა დანარჩენი "ქრისტიანობა" შემდგომ საუკუნეებში ჭეშმარიტებიდან გარდახდომილ კაცთა (რომის პაპების, თავს "უცდომელად" რომ მიიჩნევენ, მარტინ ლუთერების და სხვათა) მიერ შეცვლილი და გამოგონილი ცრუ და მწვალებლური სწავლებებია. ქრისტეს მტრები გრძნობენ ჭეშმარიტი საყდრიონის ძალას, ხედავენ მის მადლმოსილებას და განსაკუთრებული გააფთრებით უტევენ წმინდა მართლმადიდებლობას.

რამდენიმე წლის წინ ისრაელში გამოიცა ცნობილი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ჰერმან ბრანოვერის, წიგნი – "დაბრუნება", რომელშიც წერია:
"ისრაელის სახელოვანი შვილები: ტროცკი, სვერდლოვი, როზა ლუქსემბურგი, მარტოვი, ვოლოდარსკი, ლიტვინოვი... ისრაელის თვალსაჩინო მოღვაწეებში შევიდნენ. შეიძლება რომელიმემ ჩემს ძმათაგან მკითხოს: კი მაგრამ, რა გააკეთეს მათ ისრაელისათვის?
მე ვუპასუხებ პირდაპირ:
ისინი უშუალოდ, ანდა არაპირდაპირი გზით, ცდილობდნენ ჩვენი უმთავრესი მტრების _ მართლმადიდებელი გოების მოსპობას. აი, რაში მდგომარეობდა მათი საქმე; ამით დაიმსახურეს მათ მარადიული დიდება!"


აღსანიშნავია, რომ ლევ ტროცკის (ნამდვილი სახელი და გვარია - ლეიბა ბრონშტეინი) ზეობის დროს მისი უშუალო ბრძანებით ქ. ვორონეჟში დაიდგა იუდა ისკარიოტელის ძეგლი. მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის ასევე ლოს-ანჟელესის მთავარეპისკოპოსი ანტონი:
"სარწმუნოების მტრებმა, როდესაც მოკლეს მეფე მარტვილი ნიკოლოზ II, ეკატერინბურგში იპატიევის სახლის სარდაფის კედელზე დატოვეს კაბალისტური წარწერა:
_"აქ მოიკლა მართლმადიდებელი მეფე მართლმადიდებლური სახელმწიფოს დასარღვევად".
მეფისა და მისი ოჯახის მოკვდინების გადაწყვეტილება ლენინმა და რევოლუციის სხვა ბელადებმა ერთობლივად მიიღეს, მაგრამ ჯალათებმა უშუალოდ სვერდლოვის ბრძანება შეასრულეს. ამიტომაც დაერქვა ეკატერინბურგს - სვერდლოვსკი.

მასონების განსაკუთრებულ სიძულვილს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებელი ერების მიმართ თანამედროვე იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებიც თვალნათლივ ადასტურებს.

XX საუკუნის შუა ხანებში სერბეთში მიმდინარე პროცესების გამო (მსგავსი იმისა, რაც დღეს საქართველოში ვითარდება), საწირო გახდა შექმნილიყო "სახალხო მართლმადიდებლური ქრისტიანული თემი", რომელიც 200 000 ადამიანს აერთიანებდა. თემს მეთაურობდა სერბი ერის ჭეშმარიტი მამა და მწყემსი _ წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი), რამაც უდიდესი წვლილი შეიტანა სერბეთში სარწმუნოებისა და ზნეობრიობის შენარჩუნების საქმეში.

მეუფე ნიკოლოზი წერდა:

"სექტანტებმა თავიანთი ჯაშუშები ბალკანეთში გამოგზავნეს, რათა თავიანთი წყეული ფულებითა და უფასო წიგნებით იყიდონ ჩვენი სულები. ჩვენ თურქებს არ მივეყიდეთ და, ნუთუ, ამერიკელ მედუქნეებს მივეყიდებით?
სალაფავისთვის რწმენის გაყიდვა ჩვენს წეს-ჩვეულებებში არ არის".


საუკუნის მიწურულს კი მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიღებულმა "საყოველთაო მთავრობის" ჩანასახმა _ "გაერომ" _ ურჩი ერების ყველას დასანახად დასჯა დაიწყო. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ბომბავდა "მსოფლიო მმართველობა" შუაგულ ევროპაში, დღისით, მზისით, არა მარტო მართლმადიდებელ სერბთა საბრძოლო უბნებს, არამედ მშვიდობიან, უმწეო მოსახლეობასაც. ისიც კარგად გვახსოვს, ბელგრადი ყველაზე მეთად, მართლმადიდებლური აღდგომასა და შობას რომ იბომბებოდა. CNN და BBC საქვეყნოდ და ურცხვად გადმოსცემდნენ, როგორ იტვირთებოდა "ნატო"-ს თვითმფრინავებში ბომბები წარწერით:
"გისურვებთ ბედნიერ აღდგომას" _ (ინგლისურად - ჰეაპპი ისტერ).

დღეს კი ისლამურ ერაყთან მებრძოლი "ქრისტიანული" დასავლეთი, ბოსნიელ მუსლიმთა სასარგებლოდ, ხელს უწყობს საყდრების გადაწვას და მართლმადიდებელი მოსახლეობის გაწყვეტას კოსოვოში. სავსებით ნათელია, რომ ყოფილ იუგოსლავიაში საქმე გვაქვს არა ეროვნულ, არამედ სარწმუნოებრივ ნიადაგზე მართლმადიდებლობის წინააღმდეგ წამოწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან, რადგან დაპირისპირებული მხარეები – სერბები, ბოსნიელები და ხორვატები _ ერთი ეროვნების წარმომადგენლები (სერბები) არიან.

მომავალში საქართველოსაც იუგოსლავიის ბედი ელის, თუკი ჩვენი მართლმადიდებლური საყდრიონის მაღალი გავლენით შეშფოთებულმა დასავლეთმა "სარწმუნოებრივ უმცირესობათა უფლებების დამცველი", სულგაყიდული ქართველები აამოქმედა, საქართველოში არასდროს არსებული სარწმუნოებრივი დაპირისპირება მოახდინა (მსგავსად ეროვნებათა შორის დაპირისპირებისა), შემდეგ კი ეროვნულსარწმუნოებრივ დაპირისპირებაში გახვეულ ქვეყანას მრავალერთეულიანი დამაქუცმაცებელი ("ფედერალური") მოწყობა მოახვია თავს.

საქართველოში სარწმუნოებრივი მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვისთვის იღწვიან "თავისუფლების ინსტიტუტი" და მისი შვილობილი დაწესებულებები და პიროვნებები. ამასვე ემსახურებოდა გაზეთ "24-საათში" ამავე გაზეთის გაურკვეველი რჯულისა და ჯიშის მქონე "სახალხო დამცველის" მიერ ევროპაში შუღლისათვის გამოქვეყნებული მუჰამედის შეურაცხმყოფელი შარჟების გადმობეჭდვა;

ამის მაგალითია საქართველოში "სექტანტობის" აღორძინებისთვის "თავისუფლების ინსტიტუტის", "სახალხო დამცველის" და მისი სამსახურის თუ სხვა დაწესებულებათა-მოხელეთა მოღვაწეობა; ამის მცდელობაა ევროსაბჭოს მიერ "მესხეთელი თურქების" ჩამოსახლების უპირობო მოთხოვნა, რამაც მკვეთრად უნდა შეცვალოს სარწმუნოებრივი თანაფარდობა მართლმადიდებლობის საზიანოდ. უნდა აღინიშნოს, რომ "მესხეთელი თურქების" მსგავსი მოვლენები მსოფლიო ხასიათის იყო და შეეხო დანიას, სლოვენიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, პოლონეთს, თვით აშშ-ს (მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელები განაპირა ადგილებიდან ქვეყნის გულისაკენ გადაასახლეს), ყოფილ რუსეთის (სსრკ-ში) _ არმენიასა და აზერბაიჯანს (ეს უკანასკნელნი საქართველოს შემდეგ შევიდნენ ევროკომისიაში). გასახლებულთა უკან ჩამოსახლების ვალდებულება მხოლოდ ნებაყოფლობითობას ემყარებოდა და არც ერთმა ზემოთ დასახელებულმა ქვეყანამ თავს არ იდო ეს ვალდებულება. ჩვენ კი თავი მოვიწონეთ ევროსაბჭოს წინაშე და ვიტვირთეთ ჩამოსახლება უზომოდ გაზრდილი და ეროვნულად შეცვლილი ხალხის, რომელსაც გასახლებულ ე.წ. თურქებთან ბევრი არაფერი აქვს საერთო.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართველი ხალხისათვის მიუღებელი და საბედისწერო ეს გადაწყვეტილება თავისი ხელმოწერებით დაამშვენეს:
ლ. ღოღობერიძემ, ი. სარიშვილმა, ვ. ხუხუნაიშვილმა, კ. ჩიტაიამ და მ. სააკაშვილმა.

მსოფლიოში განვითარებული სარწმუნოებრივი დაპირისფირების გამომწვევი, უმრავლეს შემთხვევაში, იუდეა-მასონობაა. მაგალითად, ისლამურ სამყაროში გამოწვეული დასავლეთი მოძულე განწყობილება, ეჭვგარეშეა, ძალზედ ხელსაყრელ გარემოს ქმნის ზოგიერთი ომის მოწინააღმდეგე ევროპული სახელმწიფოს ერაყში მიმდინარე და ირანში მოსალოდნელ ომში ჩასათრევად. მუჰამედის შეურაცხმყოფელი შარჟების გამოქვეყნება და მომავალშიც მოსალოდნელი მსგავსი ქმედებები მსოფლიო მმართვადი საცნობარო საშუალებების მხრიდან არის დ იქნება მცდელობა ისლამურ და ქრისტიანულ სამყაროებს შორის ხელოვნური დაპირისპირების. ეს, რა თქმა უნდა, გათვლილია ქართველისათვის, კარგა ხანია, ცნობილია, რომ დღეს დასავლეთი ქრისტიანობისგან უფრო შორს დგას, ვიდრე თვით ისლამური მსოფმხედველობა (მაგ: ქრისტეზე მკრეხელური ფილმის გაშვების გამო შეურაცხყოფილი ბრიტანელი მუსლიმები ლონდონში გამართულ მსვლელობებზე აღშფოთებას გამოთქვამდნენ, განსხვავებით ადგილობრივი ცრუ ქრისტიანებისაგან, აღშფოთებით აღნიშნავდნენ, რომ ყურანში ქრისტე წინასწარმეტყველად არის ნახსენები და, ამდენად, ეს მკრეხელური ფილმი ჩვენი სარწმუნოებრივი გრძნობების შეურაცხყოფად მიგვაჩნიაო).

რაც შეეხება მსოფლიო ბატონობას _ ეს მასონობის უპირველესი ამოცანაა, ვინაიდან მისი საბოლოო მიზანია ყველა ადამიანის, განურჩევლად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, ერთ მსოფლიო კავშირში გაერთიანება. იგი ცდილობს, თანამედროვე სახელმწიფოებში ადამიანთა ცხოვრების ყველა სფერო მოიცვას: სარწმუნოება, კერა, სკოლა, განათლება, მეცნიერება, მწერლობა, ხელოვნება, სახელმწიფო, საცნობარო საშვალებები _ ყოველივე ამას მასონობა ეშმაკურად წარმართავს და გარდაქმნის.

"ამერიკის შეერთებული შტატების" შექმნისა და ევროპის გაერთიანების შემდეგ, განუწყვეტელი მუშაობა მიმდინარეობს "მსოფლიოს შეერთებული შტატების" შექმნისათვის. ამ მიზნის განხორციელებას წინ ეღობებიან პიროვნული ღმერთის აღმსარებელი რელიგიები და ეროვნული სახელმწიფოები. ისინი მასონური მთავარი გეგმის მიხედვით უნდა განადგურდნენ:
უნდა წაიშალოს სარწმუნოებრივი და ეროვნული განსხვავებანი, ყოველივე ძველი და თვითმყოფადი შეიცვალოს და მის ადგილას აშენდეს "ახალი მეუფება".
1917 წელს მოკავშირე და მიუმხრობელი ქვეყნების მასონობამ პარიზში მოიწვია კრება, რომლის უმთავრესი ამოცანა თავმჯდომარის, ძმა კარნოს, სიტყვებით იყო:
"ევროპის შეერთებული შტატების მომზადება; შექმნა ზეეროვნული ხელისუფლებისა, რომლის დანიშნულება იქნება ერებს შორის ომების მოგვარება - ამ სამშვიდობო და საყოველთაო კეთილდღეობის ქადაგებას მასონობა აიღებს თავის თავზე".


"შერეული მასონობის" გაერთიანებამ ჯერ კიდევ 1927 წელს განაცხადა:
"აუცილებელია, ყველგან და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში სიტყვით, კალმითა და საქმით მსოფლიოს შთავბეროთ სამშვიდობო სულისკვეთება, რაც ხელსაყრელ გარემოს შექმნის ევროპის შეერთებული შტატების შექმნისათვის, რომელიც, თავის მხრივ, პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიოს შეერთებული შტატებისაკენ."

მსოფლიო გაერთიანებას გვიხატავენ, როგორც ბუნებრივ, გარდაუვალ, სამეურნეო და სახელმწიფოებრივი აუცილებლობით გამოწვეულ საჭიროებას, მაგრამ ეს მასონური თვალთმაქცობაა, რადგან იგი არა ბუნებრივი, არამედ იძულებით თავსმოხვეული ეშმაკისეული აზრია, რაც აშშ–ის "პრეზიდენტმა", ჯორჯ ბუშმაც (უფროსმა) ღიად დაადასტურა "გაერო"-ში წარმოთქმული სიტყვის დროს:

"სიონიზმი სახელმწიფოებრიობა კი არა, აზრია, რომელსაც მოჰყვა ევროპის ხალხებისათვის საერთო სახლის შექმნა, ისრაელის შექმნა" ("საქართველოს რესპუბლიკა", 25-09-1991წ.)სახელმწიფოებრივ შერწყმასთან ერთად მიმდინარეობს სარწმუნოებრივი აღრევაც, რაც მდგომარეობს "ეკუმენისტურ" და "პან-ეკუმენისტურ" მოძრაობაში. იუდეა-მასონების "მესია-ცრუქრისტე" მსოფლიოს სახელმწიფოებრივი და სარწმუნოებრივი ბელადი უნდა იყოს. ამისათვის კი საჭიროა სარწმუნოებრივი აღრევა. მასონობის გეგმის თანახმად, ქრისტიანობასთან მებრძოლი მიზნები მასონური პირამიდული აგებულების კიბის მხოლოდ უმაღლეს ხარისხებში მყოფთათვის იხსნება. დამწყებ მასონებს თავიდან ეუბნებიან: "მასონობა არც საყდარია და არც სარწმუნოება, და იმისათვის, რომ იყოს იგი ნამდვილად რჯულშემწყნარებელი, მან თავი უნდა აარიდოს ქრისტეს სახელის ხსენებას"(გამოცემა "Square Compasse" New Orleans). შემდგომ მიუთითებენ:

"მასონობა ნებისმიერ საყდრიონზე უფართოესია, რამეთუ იგი ყველა სარწმუნოებას თავს უყრის ერთ, საყოველთაო სარწმუნოებაში" (ეკუმენიზმში-ავტ.) (Albert Finslow Ryerson, Freemasonry and Church. “American Ryler Heystone”) . ამ ბრძოლას მასონები აწარმოებენ "სარწმუნოებრივი ბაბილონის" _ ეკუმენიზმის და აშკარა ეშმაკისეულის ქადაგებით.

პირველი დაჯგუფება გამტარებელი ინგლისური მასონობაა, რომელიც აშკარა ეკუმენიზმს ქადაგებს:
"ჩვენს დროში, _ ნათქვამია ანდერსონის "ახალი კონსტიტუციის წიგნში" _ ადამიანი თავისუფლად ირჩევს სარწმუნოებას და მხოლოდ ერთი სარწმუნოებაა ნამდვილად ყველასათვის სავალდებულო. ეს ის საყოველთაო, ყველა ადამიანის გამაერთიანებელი, სარწმუნოებაა, რომელიც მდგომარეობს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაში, ვიყოთ ღირსეული და სინდისიერი ადამიანები, განურჩევლად იმისა, თუ რა აღმსარებლობა და სარწმუნოებრივი საფუძვლები განგვასხვავებს სხვა ადამიანებისაგან".

მეორე დაჯგუფების მომხრეებად ფრანგული მასონობის წარმომადგენლები გვევლინებიან, რომელნიც ღიად უცხადებენ ომს ქრისტეს, ეკლესიას, და ეშმაკს ("სატანას") სცემენ თაყვანს:

"სარწმუნოებრივი ერა სამუდამოდ დასრულდა; სახარება უმეტესწილად ლეშია~, _ წერს იტალიური მიმოხილვა `რივისტა დელლა მასონარია იტალიანა";
"ჩვენი მიზანი მდგომარეობს არა პიროვნულობის აღდგენაში, არამედ იმაში, რომ ქრისტიანობა პირისაგან მიწისა აღიგავოს!" – ამბობს თეოსოფიური საზოგადოების დამაარსებელი, ელენე ბლავატსკაია - Pall-Mall Gazette;
"არ კმარა სამღვდელოების ზეგავლენის დაძლევა და საყდრიონის სახელის ხელყოფა. აუცილებელია თავად სარწმუნოების დარღვევა!" – აზუსტებს საერთაშორისო მასონური კონგრესი. Congress Macon International de Paris, 1900, p.1020;


თავის მოხსენებაში მასონური ზნეობის შესახებ (Rapport du Frel Lhermitte envoye au Couvent de 1912; `L’acacia~ sept.1912; p. 597; ix. Revue internationale des Societes Secretes; No 2, 1913, p.433) ლოჟა "ელზას-ლოტარინგიის" წევრი, ძმა ლერმიტი, ამბობს:

"ამრიგად, მე შევეცადე დამენგრია ან შემერყია თქვენი ზნეობრივი პრინციპები. ეს ეშმაკური ("სატანური") მიზანია და ქრისტიანები არცთუ ძლიერ ცდებიან, როდესაც ფილოსოფოსებსა და, განსაკუთრებით, ჩვენ ბრალს გვდებენ ეშმაკისეულობაში ("სატანიზმში')";

სხვა, ფრიად გავლენიანი მასონი, ოსვალდ ვირტი, თავის მსოფმხედველობით მოხსენებაში "განათლება და სულიერება" (დაიბეჭდა გამოცემა "Alliance Spiritua-liste") ამბობს, რომ:

"მასონობის კავშირი ამბოხებულ ანგელოზთა მთავარ ეშმაკთან სავსებით მისაღებია". ვირტის აზრით, ეშმაკი ("ლუციფერი") ღმერთს აუჯანყდა და ანგელოზთა ნაწილი თან წარიტაცა, შედეგად `საღმრთო გარემოცვის აღმაშფოთებელი უსამართლობებისა; თავისი არსით ნათლის ანგელოზი თავისუფლების სულს წარმოადგენს და ამ თვალსაზრისით მასონობისათვის ეშმაკისეულობა ("ლუციფერიანელობა") სავსებით მისაღებია".

ჩვენს დროში ეშმაკისეულები ("სატანისტები") უფრო ღიადაც გამოდიან და წარმოაჩენას უწევენ თავიანთ საქმიანობას, რაზეც სან-ფრანცისკოში გახსნილი ე.წ. "სატანის საყდარიც" მეტყველებს. იგი, სხვათა შორის, სცნო აშშ–ის ხელისუფლებამ, როგორც ერთ-ერთი სამართლებრივი მიმდინარეობა. სატანის ეკლესია არცთუ დიდი ხნის წინ შევიდა აშშ-ის "მოქალაქეობრივ საყდართა საბჭოში", ხოლო მისი მეშვეობით, ეკუმენისტური მოძრაობის გულში – "საყდართა მსოფლიო საბჭოში", გაერთიანებაში, რომელიც აერთიანებს ყველა "ქრისტიანულ" მიმდინარეობას. აი, სადამდე მივიდნენ ეკუმენისტი "ქრისტიანები"!

ეს გახლავთ ღვთისმბრძოლობის ყველაზე მკრეხელური გამოვლინება და დაცინვა!
აი, რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ეკუმენისტურ ყრილობებში მონაწილეობისას კეთილდღეობას და სამივლინებო თანხებს დახარბებული "მართლმადიდებელი" სასულიერო პირების (მათ შორის, ზოგიერთი მღვდელმთავრის) მიერ ეკუმენიზმის ცრუ-განმარტება და მასში გაერთიანების სურვილი არის ყველა მწვალებლობაზე დიდი დაცემა და უღრმესი ბოროტსჯულიერება. ამ სახის "ქრისტიანებზე" მსოფლიო დიდი მოძღვარი და მღვდელმთავარი, წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს:

"მე ვამჯობინებდი, საქმე მქონოდა ათასობით ეშმაკეულთან, ვიდრე, თუნდაც, ერთ ვერცხლისმოყვარესთან, რამეთუ არც ერთ ეშმაკეულს არ ეყოფა კადნიერება იმისათვის, რაც იუდამ ჩაიდინა".



იუდას აჩრდილი კი დღეს საქართველოშიც დადის!


"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეკუმენიზმის უარმყოფელ საქართველოს საყდრიონზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ღვთის წყალობით, უშედეგოდ ჩაიარა, მაგრამ იუდას სულიერი მემკვიდრეების ხელშეწყობით დღესაც მიმდინარეობს ზეწოლა ჩვენი საყდრიონის (ახლა უკვე დამკვირვებლის სახელით მაინც) ეკუმენისტურ მოძრაობასთან შეერთების მიზნით. ნუ იყოფინ!

როგორც აღვნიშნეთ, ეკუმენისტურ მოძრაობაში, იუდას ცოდვით დაცემულ "მართლმადიდებლებსა" და ყველა სახის მწვალებლებთან ერთად, გაცნობიერებული ეშმაკისეული ("სატანიზმის") მსახურნიც მონაწილეობენ. მაგრამ, როგორც ინგლისურ, ისე ფრანგულ მასონობას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ნაცვლად დარღვეული ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, დაამკვიდრონ ახალი, ეშმაკისეული, ყველა ადამიანის "გამაერთიანებელი", ეშმაკის მართვის ქვეშ.

პარიზში გამოდის ჟურნალი - "ლა ტემპლ" (სიტყვა სიტყვით საყდარი), რომელიც წარმოადგენს შოტლანდიური წესის მასონთა აღიარებულ ორგანოს. ამ გამოცემის ჯერ კიდევ 1946 წლის მე-3 ნომერში დაბეწდილი წერილი სათაურით – "საყდართა გაერთიანება" _ მასონებისავე პირით გადმოგვცემს:

"ჩვენ გვეკითხებიან, რატომ ვერევით სარწმუნოებრივი ხასიათის კამათებში; რატომ შეიძლება წარმოადგენდეს მასონობისათვის საყურადღებოს საყდართა გაერთიანების, "ეკუმენური კონგრესებისა" და ა.შ. საკითხები? ჩვენს გაერთიანებათა წიაღში შეისწავლება ყოველგვარი გეგმა, რათა არანაირმა აზრმა არ შეაღწიოს ჩვენს დასკვნებში...
თუნდაც გვეცადა დავიწყება იმისა, რომ მასონობა სარწმუნოებრივი წარმოშობისაა, მაინც თავად სინამდვილე სარწმუნოების არსებობისა გამოიწვევდა ჩვენს გამუდმებულ მცდელობას, რათა შეგვეკრა ერთობით ყველა მოკვდავი, იმ ერთობით, რომელზეც ყველა ვოცნებობთ."

აი, აღიარება, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვიმხელს, თუ ვინ არის ეკუმენისტური მოძრაობის სული და გული. აი, რატომ ხორციელდება დასავლეთიდან ფულის ("გრანტების") მომლოდინე არასამთავრობო თუ სამთავრობო დაწესებულების მიერ (თავისუფლების ინსტიტუტი, კავკასიური სახლი, ომბუდსმენის სამსახური) და საყოველთაო საცნობარო საშუალებებით (ე.წ. საზოგადოებრივი _ I არხი; რუსთავი 2; გაზ. "24 საათი") სასტიკი ზეწოლა და ცილისმწამებლური ნიაღვარი ივერიის წმ. საყდარზე _ მის წიაღში მყოფ ეკუმენიზმის უარმყოფელ სასულიერო პირებსა და მრევლზე.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ თამამად შეიძლება მტკიცება, რომ ეკუმენიზმი არის მშენებლობა ეშმაკის საყდრისა, რომელშიც იმღვდელმთავრებს ცრუქრისტე, ხოლო მსოფლიო სახელმწიფოებრივ-სამეურნეო შერწყმა არის მშენებლობა მთელ დედამიწაზე განფენილი ეშმაკისეული ("სატანური") სახელმწიფოსი, რომლის მეფეც, ასევე, ცრუქრისტე იქნება!

http://forum.rustavi2.com/index.php?s=168ffe6d536e32976cce2310e9e3e1a0&showtopic=6690&st=435

Комментариев нет:

Отправить комментарий