ღმერთი

ღმერთი

вторник, 10 июня 2014 г.

პატრიარქი ბრძანებს: სასაზღვრო რაიონებში უნდა შეიქმნას მონასტრები, რომ ჩვენ გავაძლიეროთ და დავიცვათ ჩვენი საზღვრები

10.06.2014
პატრიარქი ბიზნესმენებს თხოვნით მიმართავს, ქვეყნის რაიონების მატერიალური განვითარება თავიანთ თავზე აიღონ. 
პატრიარქი ბიზნესმენებს თხოვნით მიმართავს, ქვეყნის რაიონების მატერიალური განვითარება თავიანთ თავზე აიღონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბიზნესმენებს თხოვნით მიმართავს, ქვეყნის რაიონების მატერიალური განვითარება თავიანთ თავზე აიღონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწმინდესმა განცხადება დღეს ხევსურეთში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სტუმრობისას გააკეთა.
უწმინდესმა ბერ-მონაზვნებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ სასაზღვრო რაიონებში ახალი მონასტრები უნდა აშენდეს, რათა ჩვენი საზღვრები გავაძლიეროთ.
"მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ხევსურეთში. ბავშვობიდან მესმოდა ჩემი მშობლებისგან, რომ ხევსურეთი და ხევსურები ეს ისეთი კუთხეა, ისეთი ხალხია, რომელიც იცავს ჩვენს კულტურას, ჩვენს წეს-ადათს და აი, დღეს ჩვენ ვიმყოფებით აქ. ვამაყობ იმით, რომ გვყავს მარავალი თავდადებული და ცნობილი ხევსური ჩვენს ისტორიაში, დღევანდელ დღესაც. მინდა, მივმართო ჩვენ ბერ-მონაზვნობას - სასაზღვრო რაიონებში უნდა შეიქმნას მონასტრები, რომ ჩვენ გავაძლიეროთ და დავიცვათ ჩვენი საზღვრები. მე ასევე მინდა, მივმართო ჩვენს ბიზნესმენებს - ყოველმა ბიზნესმენმა უნდა აიღოს თავის თავზე რომელიმე რაიონი, იქნება ეს მთა თუ არა. მათ უნდა აიღონ თავიანთ თავზე და დაეხმაროს რაიონების მატერიალურ განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ბიზნესმენი შეისმენს ჩემს მოწოდებას და ჩვენი საქართველო იქნება ბედნიერი", - განაცხადა უწმინდესმა.


karibche.ambebi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий