ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 11 мая 2014 г.

104 ქართველი იუდა.......

10 05 2014

ამა წლის ორ მაისს,მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა ქართველი ხალხის, მართმადიდებლური ეკლესიის და ღვთის რჯულის წინააღმდეგ დაამტკიცა ანტიდისკრიმინაციული კანონი 104– 0 არც ერთი წინააღმდეგი პარლამენტარი.მიღებულმა კანონმა საზოგადოებაში სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია,ხოლო ხალხის პროტესტმა პარლამენტარებში გაბრაზება და გაოცება გამოიწვია-გაოგნებული და გაკვირვებულებიც კი დარჩნენ მოსახლეობის აჟიოტაჟით.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ავადსახსენებელმა რესპმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა ვციტირებ :


"საკითხი ასე დგას – რუსეთი თუ ევროპა ?! „რუსეთი თუ ევროპა?! ამ არჩევანს აკეთებს პარლამენტი და ეს არჩევანი ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“. „რუსეთი თუ ევროპა?! ‘’ გონივრულად მოაზროვნე საქართველოს მოსახლეობის აზრით ქვეყანა 25 წელია წუმპეში იძირება დემოკრატი დასავლეთის წყალობით. გადავიტანეთ სამი ომი, მათ შორის სამოქალაქოც, დავკარგეთ ტერიტორიების 20% , გაუპატიურებულ იქნა საკუთარი მოსახლეობა წინა ხელისუფლების მიერ , ჩადენილი იქნა ასევე სამთავრობო დონეზე უამრავი გახმაურებული მკვლელობა, პირველი პრეზიდენტით დაწყებული, სააკაშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრის მკვლელობით დამთავრებული. არცერთი გამოძიება არ იქნა ბოლომდე მიყვანილი და გახსნილი.თუმცა სწორედ ამ კონტექსტში გააკეთა ამომრჩეველთა უმეტესმა წილმა არჩევანი 2012 წლის პირველ ოქტომბერს.


სწორედ სამართლიანობის აღდგენის და დამკვიდრების იდეას გაჰკიოდნენ ტრიბუნებიდან დღევანდელი კანონმდებლები,ხოლო უფალი სეთური ისეთ დემოკრატიას გვპირდებოდა ,რომ თავად ევროპელები დარჩებოდნენ პირდაღებულები. სამწუხაროდ როგორც ამ ორი წლის განმავლობაში გაირკვა,ეს პერიოდი ამომრჩეველთა სულიერ და ზნეობრივ გარყვნილებაზე ზრუნვას მოანდომეს. „რუსეთი თუ ევროპა?! ევროპა თავის მხრივ არ გვთავაზობს რამე საოცარს და სანატრელს.იგი გვეუბნება : თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ კანონები რომელთაც ჩვენ გიკარნახებთ,გაატაროთ ისინი თქვენს მრავალსაუკონოვან მართმადიდებულ ქვეყანაში და ჩვენ ჩვენის მხრივ მოგცემთ სავარაუდოდ მაპის მობიძაშვილოს მსგავს სტატუსს და თქვენს მოსახლეობას გავუმარტივებთ ოდესღაც (ოფიციალურად პირველი ივნისიდან უნდა შევიდეს კანონი ძალაში,მაგრამ იქამდე არაფერი გვტკენოდეს)სავიზო რეჟიმს.


დემოკრატი ევროპა ორკვირიანი ვიზების სანაცვლოდ ითხოვს 350 (თუ არ ვცდები) კანონის მიღებას,რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია რას წარმოადგენს.ასევე ზემოთ ხსენებული დემოკრატები ჩვენს კონსტიტუციაში ,ეკლესიაში და საზოგადოებაში უხეშად ხელების ფათურით გვაძალებს ყველა უკანონობა დავაკანონოთ თუ გვინდა ევროინტეგრაცია.


ჩვენი ბრმა , თუ უხვად მოქრთამული ,ზნეობასთანაც მწყრალად მყოფი მთავრობა კი მათ დაკრულზე აწერს ყველა კანონს ხელს,კანონებს რომლის წყალობითაც უახლოეს მომავალში ევროპას დაშლა უმუქრება,ხოლო უკრაინას ამ კანონების უარყოფის გამო სამოქალაქო დაპირისპირება გაუჩაღა დემოკრატმა დასავლეთმა,აგერ უკვე რამდენიმე თვეა. დაამხეს კანონერი ხელისუფლება და ხუნტით ჩაანაცვლეს,რომელიც ადამინთა ცოცხლად კრემაციაზეც კი არ ამბობს უარს. დააკარგვინეს ყირიმი და რუსულენოვან მოსახლეობას ცეცხლით და იარაღით უსწორდებიან,ხალხს რომელთაც მის ისტორიულ ფესვებს,რუსეთან შეერთების სურვილი გამოთქვეს.


ესეთი რამ რომ ევროპაში ან ამერიკაში მომხდარიყოს ისინი სიხლით ჩაახშობდნენ ეს უდავოა. „ რუსეთი თუ ევროპა ?!“ევროპას ჩვენ როგორც ტერიტორია ან სახელმწიფო მხოლოდ ერთადერთი მიზმისთვის ვჭირდებით : გამოგვიყენონ რუსეთის წინააღმდეგ ,როგორც გამაღიზიანებელი მუხტი და ამის მომხრე ლიბერალები ძალისხმევას არ იშურებენ რომ ევროპას აამონ მათი ერთგულებით. „ რუსეთი თუ ევროპა ?! ‘’ როცა მოსახლეობა პირველ ოქტომბერს არჩევანს აკეთებდა,ქვეცნობიერად იმედი ქონდა რომ ახალი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებდა და 80% სიღარიბე – უმუშევრობა ამ გზით ბოლომდე თუ არა სანახევროდ მაინც იქნებოდა დაძლეული.


„ რუსეთი თუ ევროპა ?! ‘’ ევროპა სიურპრიზად გვინახავს იმ კანონებს ,რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დაამტკიცოს ჩვენმა პარლამენტმა,რათა მეტი იდუმალება და ინტრიგა შეიტანოს ქართველებთან ხელის მოწერის შემდგომ პირველი ღამის პრელუდიაში. საქართველოს პრემიერ მiნისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ კანონთან დაკავშირებით ხალხში არსებულ მითქმა–მოთქმის არსს ვერ ხვდება,მისთვის გაუგებარია თუ რამ გაანაწყენა და ააღელვა ხალხი. იგი აცხადებს : ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო ,რომ ჩვენი მთავრობა ვართ პასუხისმგებელი ,რომ არასოდეს მივიღებთ ისეთ კანონს,რომელიც ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს,ღირებულებებს და ფასეულობებს საფრთხეს შეუქმნის ‘’ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო სწორედ ამაზეა ნათქვამი.ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი რამის თქმა შეიძლება : – არ იცის ღარიბაშვილმა თუ რას გვაძალებენ ან იცის და სხვა გზაა არა აქვს,ან იმ მოსახლეობას გულისხმობდა ,რომლის გამოც იქნა ეს კანონები მიღებული.


რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენს,გამომდინარე იქედან რომ ქვეყანაში საკმაოდ დათბა,ქსოვით ვეღარ ირთობს თავს და როგორც ფილოსოფოსს შეეფერება,ცოტა იფიქრა თუ ბევრი,იკამათა საკუთარ თავთან და ბოლოს მივიდა დასკვნამდე რომ ეს ამდენი პარლამენტარი ხომ არ მოტყუვდებოდა,აგერ ევროპაც შინაბერა დიაცვით თავზე დაგვჩხავის ჩქარა კანონიო,იქეთ ამერიკა შეგვიწყვიტავს გრანტებს და გადაწყვიტა ,რომ უმჯობესია მოაწეროს ხელი და მერე თუ უნდათ თავში ქვაც უხლია საქართველოს მისი ლგბტ კანონებით.არც გაემტყუნება ,ცალკე მის ლელფრენდის გაუთავებული ეჭვიანობის სცენები,აქეთ მისი დაუდგრომელი ქალიშვილის გამოხტომები,ადგა და მოაწერა წარბშეჭმუხნულმა (როგორც მოაზროვნე ადამიანთ ახასიათებს) კანონს ხელი და ამით საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი დასავლეთის ვასალობა და უკანონობა. ამ კანონის ამომედებით ხალხს იმედი გაუცრუვა და ვეღარ გავრკვეულვართ ნაცები თუ ქოცები?! ეს კანონი კი აუცილებლად გააღვიძებს ინტრიგანულ სულს ადამიანებში და სასამართლოებს უსაქმოდ ვეღარ ვნახავთ.აქამდე რომ ვსაყვედურობდით მუქთახორობაში და გავიძახოდით რაში იღებენ ხელფასებსო? აა ბატონო აღსდგება ახლა ყველა ცისფერ–ვარდისფერთა და ინტრიგანთა ოცნება.ასე რომ ჩემო კიდევ ერთხელ იმედ გაცრუებულო ერო ,ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიამაყოთ იმით რომ,1945 წლის მაისის თვეში საბჭოთა მეომრები,ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მიაბიჯებდა გამარჯვებული შუაგულ ევროპაში.ხოლო მელიტონ ქანთარიამ გამარჯვების ნიშნად გერმანელებს რაიხსტაღის თავზე აუფრიალა წითელი დროშა.ეხლა კი დღევანდელი ევროპული ფაშიზმის წყალობით საქართველოში ლგბტ გმირები გვიფრიალებენ თავიანთ აქოთებულ დროშებს მაისის თვეში.ჩვენი მთავრობა კი დამატებით სასუსნავს მიიღებს ჩვენზე გამარჯვებისთვის,მალე კაპიტულაციაზე მოგვაწერინებენ ხელს ,რაც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ბევრ რამეს.......... თუმცა ვინ იცის რა შეიძლება მოხდეს.


ევროპამ უზნეო კუნტრუშით ბევრჯერ მოიტეხა კისერი და ევროპული სიბრძნის წყალობით ორჯერ შეაღო რუსულმა ჩექმამ მათი მორყეული კარები – 1812 წ. და 1945 წ .დღევანდელი ეშტონების და ბაროზოების პოლიტიკური სიბრიყვე ისევ აიძულებს რუსეთს შენგენის ვიზების გარეშე , მოაწყონ ევრო ტური მთელს ევროპაში ................ჩვენ კი დროებით ევროპა გვიწყალობებს უხვ დაპირებებს და მის დემოკრატიულ ვახშმობაზე მაგიდის ქვემოთ ,როგორც ერთგულ ფინიას მოგვიჩენს ადგილს და კარგად დანაყრებული ძვალსაც გადმოგვიგდებს.ოღონდ ეგაა შეგვრჩება კი კბილები სააიმისოდ რომ ძვალი დავღრნათ?!


იზა ონიანი



http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=10406&lang=ge&Title=104+%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90...........



Комментариев нет:

Отправить комментарий