ღმერთი

ღმერთი

суббота, 3 мая 2014 г.

17 მაისს რუსთაველის გამზირზე 30 000 კაციანი ლოცვითი მსვლელობა იგეგმება



17 მაისს ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით 30 000 კაციანი ლოცვითი მსვლელობა იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო "პირWელი" ავრცელებს.

აქციის ორგანიზატორის, ბექა ცხადაძის თქმით, საპროტესო მსვლელობას მცხეთის სხვადასხვა ტაძრებიდან სასულიერო პირები და მრევლი შეუერთდება. მსვლელობის მონაწილეები სხვადასხვა დროს შექმნილ წმინდანთა გამოსახულებების კარიკატურებსაც გამოფენენ და სახალხო დამცველს მიმართავენ, უზრუნველყოს მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის ღირებული ატრიბუტების დაცვა.

ცხადაძის ინფორმაციით, მომზადდება სპეციალური პეტიცია, რომლითაც მართლმადიდებელი მრევლი წმინდანთა კარიკატურების შემქმნელების დასჯას მოითხოვს, აღნიშნული პეტიცია კი სახალხო დამცველს გაეგზავნება.

17 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამავე დღეს კინოთეატრებში პირველი ქართული გეი ფილმის პრემიერაც იგეგმება, რაც ასევე გახდება მსვლელობის მონაწილეთა პროტესტის საგანი.

"ყველანაირად ვეცდებით რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს, მაგრამ ვითომდა კომედიური ჟანრის გეი ფილმის ჩვენებას აუცილებლად გავაპროტესტებთ",- აღნიშნა ბექა ცხადაძემ.

17 მაისს ფილარმონიასთან დაგეგმილი აქციის მონაწილეები მსვლელობას რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიწყებენ და საბოლოოდ, სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ.

(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

03 მაისი, 2014

http://reportiori.ge/?menuid=3&id=25289




Комментариев нет:

Отправить комментарий