“საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი საღვთო კანონსა და ადამიანურ კანონს შორის…”
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია გვესაუბრება ე.წ. „თავისუფალი აზრის“, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობისა და ცოდვის ფარულად დაკანონების შესახებ:
„საქართველოში არსებული ვითარება ზოგადად შეიძლება ასე დახასიათდეს: მექნიკურად, მემკვიდრეობითობის ძალით მიღებული და სტერეოტიპებად ქცეული ქრისტიანული ფასეულობების რღვევა, ე.წ. ,,თავისუფალი აზრის“ ,,მდგრადი განვითარების“ ფონზე.
უნდა ითქვას, რომ ისტორიულად ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ერად ჩამოყალიბებული ქართველი ხალხის უმეტესი ნაწილი, მიზეზთა და მიზეზთა გამო ბევრად დაშორდა ქრისტიანული ცხოვრების წესს, ცხოვრებას ქრისტეთი, მან სიხარულით მიიღო ათეული წლების უკან დევნული სარწმუნოება, მაგრამ უკვე საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდა, პირად ცხოვრებაში მისი რეალიზებისა. ამიტომ, მან ქრისტიანობისაგან შექმნა იდეოლოგია, სტერეოტიპი, შეიძინა, შეიქმნა მოჩვენებითი და გარეგნული სახე ქრისტიანისა, მექანიკურად გააიგივა თავი ქრისტიანობასთან და ასეთნაირად შეძენილი ახალი შეფერილობით განაგრძო ძველი ცხოვრება…
რაც შეეხება ე. წ. ,,თავისუფალი აზრს“, მისი მოქმედება შეიძლება შევადაროთ ჟანგისას, უმოქმედო მდგომარეობაში მყოფ მეტალს რომ ედება ან ობს და ხავსს მიტოვებულ ორგანიზმს რომ დაფარავს და მოიცავს ხოლმე, ის ემტერება ყველაფერს რაც უმოქმედობაშია, მოუხმარებელია, უმოძრაოა, გაქვავებულია და უნდა ითქვას ისიც, რომ ლოგიკური და სამართლიანია მისი მოქმედება…
ამავე ლოგიკით, სამართლიანია ამ ,,თავისუფალი აზრის“ აღზევება და განათლებულობის, პიროვნული თავისუფლების სახელით შეტევა იმ სტერეოტიპებზე, რომლის უკან ეკლესია მოიაზრება, როგორც გარეგნული წესების მექანიკურად ან ანგარებით შემსრულებელი ადამიანების ერთობლიობა.
მაგრამ ეკლესიის მთავარ მამოძრავებელ და ცხოველსმყოფელ ძალას თავად ცოცხალი ქრისტე წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ის არც ჩაკეტილი სისტემაა, არც მზამზარეული რეცეპტების ან სტერეოტიპების მბეჭდავი დაზგა, არამედ ქრისტეს მცნების თანახმად, ცხოვრების ერთადერთი ჭეშმარიტი შესაძლებლობა. ამდენად, ,,თავისუფალი აზრი“ თუმცა კი მიმართულია ეკლესიის რღვევისაკენ, მისი ძალა წვდება და არყევს მხოლოდ ადამიანის არაგულწრფელ და შეუგნებელად მიღებულ სარწმუნოებას, ხოლო ეკლესიის მთავარი პრინციპების წინაშე სრულიად უძლური და უსუსურია… ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ მისი მძაფრი კრიტიკა ეკლესიას ზიანს კი არ მოუტანს, არამედ კეთილ სამსახურს გაუწევს მას ქრისტიანული ფასეულობების გათავისების, გაცნობიერებისა და განმტკიცების საქმეში…
***
დღეს გამოიკვეთა აქამდე დაფარულში მიმდინარე ბრძოლის ორი მთავარი მოქმედი პირის სახე: – მისი უდიდებულესობა სახელმწიფო და ეკლესია, რომლებიც დიდი ხანია დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ თანაცხოვრებასა და თანამშრომლობას მაინც ახერხებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ლაპარაკობს პრობლემის არარსებობაზე, გაუგებრობასა და სიბნელეზე – ღია დაპირისპირების მიზეზად იქცა ცოდვის დანაშაულად აღიარება-არაღიარების საკითხი.
სახელმწიფო ადამიანს საღვთო კანონების კონტექსტიდან ამოჭრილად განიხილავს და მის უფლებას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, რაც ლოგიკურად მიდის ადამიანთა გარკვეული მოქმედებების უფლების დაცვამდე. ამ მოქმედებათა შორის მას შეაქვს საღვთო კანონით ცოდვად და დანაშაულად აღიარებული სოდომური ცოდვა და სხვა გამრყვნელი მოქმედებანი.
როგორი უნდა იყოს ეკლესიის რეაქცია ამ შემთხვევაში? ბუნებრივია, მან საღმრთო მცნების თანახმად უნდა ამხილოს ცოდვის ფარული დაკანონების მცდელობის საფრთხე და მიიღოს ამავე მცნებით განსაზღვრული მისი შესაძლებლობის ფარგლებში შესაბამისი ზომები ამ უკანონო კანონის შეჩერებისათვის. ეს ზომებია ერთი მხრივ, მხილება, შეგონება, გაფრთხილება, ეპიტემია, მეორე მხრივ, – საკუთრივ თავის წიაღში მიმდინარე პროცესებზე რეფლექსია, გაძლიერებული ლოცვები და ა. შ. ეკლესია თავის პრინციპებში წინააღმდეგია ყოველგვარი რევოლუციური გარდაქმნების, გნებავთ ყბადაღებული დისკრიმინაციის, მაგრამ ვალდებულია ,,წამოს ჭეშმარიტი“ და დროების თუ ვითარებების მოთხოვნების მიუხედავად თავისი სახელი დაარქვას საგნებს…
მაგრამ სახელმწიფოსა და ეკლესიის უკან დგას საზოგადოება, რომელმაც უნდა გააკეთოს არჩევანი საღვთო კანონსა და ადამიანურ კანონს შორის… ცოდვის სასირცხვილოდ მიჩნევასა და მისი ნორმად მიღებას შორის… სამწუხაროდ, არჩევანის ამ ფორმებს საზოგადოების დასაბნევად ხელოვნურად ემატება არჩევანი ვითომ ევროპასა და რუსეთს შორის, მაგრამ საზოგადოება იმედია მიხვდება მავანთა ფარულ ზრახვებს და ერთადერთ, სწორ არჩევანს გააკეთებს…
საზოგადოება დღითიდღე უფროდაუფრო პოლარიზდება, იქმნება მზარდი ურთიერთგაუცხოების პრეცენდენტი, 17 მაისი და მოვლენათა მოსალოდნელი ესკალაცია, ამიტომ ვილოცოთ, რათა ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“(ფს.28.11.)“
http://www.ambioni.ge/17-maisi-da-movlenata-mosalodneli-eskalacia-amitom-vilocot

Комментариев нет:
Отправить комментарий