ღმერთი

ღმერთი

среда, 14 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.22

სიმდაბლე – ეს არის ადამიანის სწორი აზროვნების ნაყოფი როგორც საკუთარ თავზე, ასევე მთელ კაცობრიობაზე, – შთაგონებული ღვთაებრივი ჭეშმარიტებით.
მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


მდაბალი ადამიანის ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებენ.
ღირსი მარკოზ მოსაგრე


სინანულთან განზავებულ სიმდაბლესთან შეიძლება მიგვიყვანოს მოგონებებმა იმის შესახებ, რომ ბევრი შემთხვევა გვქონია სიკეთის კეთებისა და არ გაგვიკეთებია.
პატერიკონი


ღვთის წყალობაა, როცა საშუალება გაქვს ვინმეს მიუტეო, ან სხვა რამ კეთილი საქმე გაუკეთო.
ღირსი ამბროსი ოპტინელი


შეუძლებელია იცხოვრო აქ ჭეშმარიტი და ღირსეული ცხოვრებით, თუკი სიკვდილისათვის არ ემზადები, ანუ მუდმივად არ ფიქრობ სიკვდილზე, მარადიულ ცხოვრებაზე.
სქემმონოზონი საბა


არაფერი გააკეთო ხალხის დასანახად – კაცთმოთნეობის მიზნით; ყველაფერში გულწრფელად მოიქეცი, რადგან ღმერთმა იცის სანუკვარი და დაფარული.
ღირსი ეფრემ ასური


ყველაზე მეტი საშინელება რა არის? გეშინოდეს რაიმესი ეფრო მეტად, ვიდრე ღმერთისა და ამ შიშის მიზეზით შესცოდო.
იღუმენი ნიკონი


ასობით ქრისტიანი მონა რომ გამოისყიდო უსჯულოთა მონობისაგან და თავისუფლება მიანიჭო, თუკი შენ თვითონ ვნებათა მონობაში იმყოფები.
ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი


ცხონება მდგომარეობს ღმერთთან ურთიერთობის დაბრუნებაში. ეს ურთიერთობა კაცთა მთელმა მოდგმამ დაკარგა პირველმშობელთა ცოდვით დაცემით.
მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


სიყვარული სათნოებაა, რომელიც ადამიანის გულმოდგინებაზეც არის დამოკიდებული.
იოანე ოქროპირი


ვისაც ღმერთი უყვარს, მას, რა თქმა უნდა, თავისი მოყვასიც უყვარს.
ბასილი დიდი


ვინც თავის მოყვასს დახმარების ხელს უწვდის, თავად მისთვის უკვე დამხმარე უფლის მკლავია.
ღირსი ისააკ ასური


გულითადი მადლიერება კეთილისმყოფელ ღმერთს კიდევ უფრო მეტი წყალობისათვის აღძრავს.
გრიგოლ ნოსელი


ცოდვილისათვის დასჯა ბოროტება არ არის, პირიქით; ბოროტებაა – როდესაც არ ისჯება, მსგავსად იმისა, როგორც ავადმყოფისთვის ბოროტებაა – როდესაც არ მკურნალობს.
იოანე ოქროპირი


ვინც სათნოებას სწავლობს, მაგრამ საქმით არ აღასრულებს, იმ ადამიანს ჰგავს, რომელიც მიწას ბარავს, მაგრამ არ თესავს.
ბასილი დიდი


როგორც (ქვრივის) ორ მწიკვლს შეეძლო სულისათვის ხსნა მოეტანა, პირიქითაც ასევე ხდება: ორიოდე ბოროტ სიტყვას შეუძლია სული წარწყმიდოს.
ღირსი ეფრემ ასური


სულის ზეიმია ვნებებზე გამარჯვება, როდესაც აღესრულება თავშეკავების ღვაწლი.
იღუმენი ნიკონი


ვინც აღმსარებლობს, რომ ხსნა მხოლოდ უფლისგანაა, ის გადარჩება.
ღირსი ეფრემ ასური


სიყვარული ლოცვაზე მეტია, რადგან ლოცვა კერძო სათნოებაა, სიყვარული კი ყველა სათნოებათა მომცველია.
ღირსი იოანე სინელი


ჩვენ ღმერთთან გვაახლოებს უმალ შეჭირვება, შევიწროება, სნეულება, ჯაფა, – ნუ იდრტვინებ და ნუ გაექცევი მათ.
ოპტინელი ბერები


ლოცვით ჩვენ ღმერთს ვესაუბრებით, წმიდა წერილით კი ღმერთი გვესაუბრება.
ნეტარი ავგუსტინე


უფლის ძალა იმას შეუძლია შეიგრძნოს, ვინც თავის ღვაწლის იმედად არ რჩება.
აბბა ისაია განდეგილი


ლოცვა – სულის სუნთქვაა.
მართალი იოანე კრონშტადტელი


ყოველთვის ორი დრო გახსოვდეს: ერთი ახლანდელი, როცა დაუთმობ რა ბიწიერ ზრახვებს, ავხორცობით დატკბები და, მეორე – როცა ავხორცობით გამძღარი, სინანულსა და საკუთარი თავის გაკიცხვაში ჩავარდები.
პატერიკი


ცდილობ და გსურს ცხონებას მიაღწიო, მაგრამ არ გესმის სულიერი ცხოვნებისა. აქ მთელი საიდუმლო იმაშია, რომ დაითმინო, რასაც ღმერთი გიგზავნის, და სამოთხეში ისე შეხვალ, ვერც კი გაიგებ.
ღირსი ანატოლი (“უფროსი“) ოპტინელი


ღმერთის შესაცნობად ადამიანისათვის ერთადერთი სშუალება – სიკეთეა.
ანტონი დიდი


Комментариев нет:

Отправить комментарий