29 აპრილი ძვ.სტ./12 მაისი ახ.სტ.
ასე დამოძღვრა ანდრიამ მრავალი ქალაქი და სოფელი და მოაქცია ისინი ქრისტესკენ.
ამისოდან წამოსვლის შემდეგ ის მივიდა ტრაპეზუნტში, ლაზიკის ქალაქში... იქიდან ის წავიდა იბერიაში; იმის შემდეგ, რაც მან ზღვის პირას მცხოვრებნი მრავალნი განანათლნა, ის ჩავიდა იერუსალიმში.
ეპიფანე კონსტანტინოპოლელი (VIII ს.), გეორგიკა, ტ.8
martlmadidebloba.ge
თუკი ქრისტიანად იწოდები და ქრისტეს ღმერთად აღიარებ, დაამტკიცე საქმეებით შენი აღსარება.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
როგორ გავხდეთ ქრისტეს მიმბაძველები? ვაკეთოთ ყველაფერი საერთო სიკეთისთვის და არ ვეძიოთ სათავისო.
წმ. იოანე ოქროპირი
ჩვენში ქრისტეს შემოსვლას ჩვენი ამპარტავნული გულისსიტყვების, სიტყვებისა და საქმეების ბორცვები და მთები ეწინააღმდეგება, რამეთუ ქრისტე არ მიდის იქ, სადაც ამპარტავნება აღმართულა, წმიდა წერილის თანახმად: „არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა“ (იგავ. 16,6).
წმ. დიმიტრი როსტოველი
Комментариев нет:
Отправить комментарий