ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 4 мая 2014 г.

ცოტა რამ ჰომოსექსუალიზმზე, ჰომოფილიასა და ნაძირალებზე

,, ჩვენს ქალებს აღარ ეყოლათ შვილები, ჩვენს მამაკაცებს კი გონება და რწმენა წაერთვათ,

ანბანური ჭეშმარიტების ღმერთებმა კი გვითხრეს: ,,ცოდვის საფასური სიკვდილია’’

რედიარდ კიპლინგი


,,როგორ გაპიდარასტდა ამერიკა’’, ასე დაასათაურა თავისი გახმაურებული წერილი გამოჩენილმა ამერიკელმა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა, ამ დარგის კლასიკოსად აღიარებულმა ჩარლზ სოკარიდესმა (1922-2005) (*).

,,ნიდერლანდებში ჰომოსექსუალების ლობიმ უკვე მიაღებინა მთავრობას კანონი, რომელიც ნებას რთავს ზრდასრული ადამიანის სექსს 12 წლის ბავშვთან (!), თუ ეს უკანასკნელი თანახმაა. განა ბევრი სჭირდება ზრდასრულს, რომ რაღაცით მოთაფლოს და შეაცდინოს არასრულწლოვანი?’’, ამბობდა რუსეთში მოღვაწე ცნობილი ფსიქიატრი მარკ ცუკერმანი ჯერ კიდევ 2011 წელს.

"ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს ტიმერმანი შოკირებულია გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენების გამო და გამოხატავს თავის შეშფოთებას. ანტი-გეი აქტივისტების კონტრ-დემონსტრაციამ ძალადობრივი ხასიათი შეიძინა, რის გამოც დაშავდნენ ადამიანები. ეს დაუშვებელია, განსაკუთრებით ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რადგან ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება საკუთარი ფუნდამენტური უფლებები გამოეყენებინათ, რაც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს".

,,ნიდერლანდები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ პოლიციამ ამ ადამიანთა უფლებები უნდა დაიცვას’’.

"ნიდერლანდების ხელისუფლება გამოიძახებს საქართველოს ელჩს ჰააგაში იმისთვის, რომ საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს" - ასეთი ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საზოგადოებრივმა ტელევიზიამ 18 მაისს.

,,კულტურული კატასტროფა, ანუ რწმენის სახელით უკან გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი’’, ,,ფობიის დღე’’ - პირველ გვერდზე განთავსებული ასეთი სათაურებით გამოვიდა 18 მაისს ზოგიერთი ქართული გაზეთი.

პირადად მე ვგმობ ყოველნაირ ძალადობას, ასევე ვგმობ ადამიანის უფლებების შელახვას. მაგრამ 17 მაისს ქართველმა ხალხმა არა უკან, არამედ წინ გადადგა დიდი ნაბიჯი ერის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გზაზე. გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თქვა. ერის გადასარჩენად ერთი ნაბიჯის გადადგმა არ არის საკმარისი. პირველ ნაბიჯს სხვა მრავალი ნაბიჯი უნდა მოჰყვეს და ეს ნაბიჯები სწორედ და ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა გადაიდგას. მათ მომზადებასა და განხორციელებაში კეთილი ნების ყველა ადამიანმა, ყველა ერისკაცმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. პირველ რიგში საჭიროა ობიექტურად, ჭარბი და ირაციონალური ემოციების გარეშე გავერკვეთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ჩემი წერილიც სწორედ ამას ემსახურება.

გამოჩენილი ამერიკელი ექიმი და მეცნიერი ჩარლზ სოკარიდესი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკვლევდა ჰომოსექსუალიზმს და მკურნალობდა ამ მძიმე სენით დაავადებულებს. მისი პაციენტების მესამედი დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას, შექმნა ოჯახი და შვილები გააჩინა. 1995 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ,,როგორ გაპიდარასტდა ამერიკა’’ სოკარიდესი აღწერს, როგორ აქციეს ე.წ. კულტურული რევოლუციის აქტივისტებმა ეს პათოლოგია ,,ცხოვრების ნორმად’’ და როგორ იქცა ეს სენი ეროვნული მასშტაბის ტრაგედიად:

,,აქტივისტები არ დაწვრილმალებულან. მათ ,,დაამუშავეს’’ მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგები და შეძლეს მათი განეიტრალება თვით ტერმინ ,,ჰომოსექსუალიზმის’’ სრულიად ახალი ინტერპრეტაციის მეშვეობით. 1972-73 წლებში მათ გადაირჩიეს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მმართველობა და რიგი მანევრებისა და ინტრიგების მეშვეობით, როგორც იტყვიან ერთ დღეში ,,განკურნეს’’ ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოვლენა. მათი ზეწოლის შედეგად ასოციაციამ განაცხადა, რომ ლტოლვა იგივე სქესის წარმომადგენელისადმი არ არის არაბუნებრივი რამ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური თვისება ყოფილა - ისეთივე ნეიტრალური, როგორიცაა ვთქვათ, ცაციობა. მათ, ვინც არ დაეთანხმა ამ პოლიტიკურ გადასხვაფერებას, ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით ჩააკმენდინეს ხმა. ჩვენი ლექციები უქმდებოდა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ჩვენს სამეცნიერო წერილებს კი ჟურნალები აღარ ბეჭდავდნენ და ახსნა-განმარტების გარეშე გვიბრუნებდნენ. ამასობაში საზოგადოებაში ბევრად უფრო სერიოზული მოვლენები განვითარდა.

სატელევიზიო და კინოპროდიუსერებმა დაიწყეს ისეთი ფილმების გადაღება, რომლებშიც ხორციელდებოდა ჰომოსექსუალიზმის ცხოვრების ნორმად გასაღება და პროპაგანდა. ,,ცისფერი’’ ჟურნალი კარნახობდა ჰოლივუდს, რა და როგორ უნდა გადაეღოთ. გამომცემლები აღარ ღებულობდნენ გამოსაქვეყნებლად ხელნაწერებს, სადაც თუნდაც გაკვრით ეწერა რაიმე ჰომოსექსუალური რევოლუციის წინააღმდეგ. გეებმა და ლესბიელებმა ჩაიბარეს ბავშვების სექსუალური აღზრდა სკოლებში. მათ შეაღწიეს დეკანატებში და საუნივერსიტეტო საბჭოებში. შტატების საკანონმდებლო ორგანოები ერთიმეორის მიყოლებით აუქმებდნენ კანონებს, რომლებიც სოდომიას დანაშაულად აცხადებდნენ’’.

,,ჰომოსესუალიზმი მონობაა და არა თავისუფლება; ეს არის სიკვდილის და არა ცხოვრების წესი. შიდსის გავრცელების შემდეგ სოკარიდესის მიერ განკურნებულმა მრავალმა პაციენტმა უთხრა მას - ,,ექიმო, თქვენ რომ არა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი’’, წერს ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი პატრიკ ბიუკენენი წიგნში ,,დასავლეთის სიკვდილი’’ (**).

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 1970 წლიდან მოყოლებული აქტივისტი ჰომოსექსუალები და ჰომოფილები უვარდებოდნენ ამერიკელ ფსიქიატრებს მათი სხდომების დროს. ყვირილით და დებოშის მოწყობით აჩუმებდნენ მათ და ბოლოს ასე აიძულეს ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობების სიიდან. ამის შემდეგ ჩატარებულმა მრავალმა გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ ამერიკელი ფსიქიატრების 70%-ს მაინც მიიჩნევს ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად. დარწმუნებული ვარ დანარჩენ 30%-შიც ბევრს ესმის ეს, მაგრამ გამოკითხვებშიც კი ვერ ბედავენ ე.წ. ,,პოლიტკორექტულობის’’ წინააღმდეგ გალაშქრებას.

აშშ-ს ერთერთმა ,,დამფუძნებელმა მამამ’’, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მთავარმა ავტორმა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა ვირჯინიის შტატში გუბერნატორობის დროს, 1799 წელს, ჰომოსესექსუალიზმი გაუპატიურების ტოლფას დანაშაულად სცნო და ამ ორ დანაშაულს ერთნაირი სასჯელი დაუწესა.

მაგრამ ,,დრონი მეფობენ და არა მეფენი’’. როდესაც ამერიკის ყველაზე ცნობილმა ლესბიელმა წყვილმა, მსახიობებმა ენ ჰეჩმა და ელენ დეგენერესმა გაწყვიტეს ერთმანეთთან ურთიერთობა, აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ორივეს დაურეკა და თავისი თანაგრძნობა გამოუხატა. ჰილარი კლინტონმა კი პირველმა, აშშ-ს პრეზიდენტების მეუღლეებიდან, მიიღო მონაწილეობა ნიუ-იორკის გეი-პარადში. მანვე პირველმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში. ამ მსვლელობას ნიუ-იორკში ყოველწლიურად აწყობენ იბერიელთა (***) ძველი კათოლიკური ორდენის წარმომადგენლები. მრავალი წლის განმავლობაში მასში მონაწილეობას ყველა პოლიტიკოსი ღებულობდა. ჰილარი კლინტონმა კი უარი იმიტომ განაცხადა, რომ კათოლიკებმა არ დაუშვეს გეების და ლესბიელების ორგანიზაციების (და არა ცალკეულ პიროვნებების!) მონაწილეობა წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში. პრეზიდენტის და პირველი ლედის საქციელს მრავალმა პოლიტიკოსმა მიბაძა მარტივი მიზეზის გამო - ამ დროისათვის სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადჰყოფდა, რომ ასეთი მოქმედება პოლიტიკოსს მეტ საარჩევნო ხმას მოუტანდა, ვიდრე საპირისპირო. პოლიტიკურ ასპარეზზე კი რჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც თამაშის წესებს იცავს. . . .

სანამ ამ სტრიქონებს ვწერდი, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სააკაშვილმა კლინტონს ეს ორდენი ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის გადასცა: "თქვენ შეცვალეთ მსოფლიოს დიდი ნაწილი. ძალიან ცოტა ადამიანმა თუ შეძლო მსგავსი რამ ასეთ მოკლე პერიოდში. თქვენ ბევრს მუშაობდით სოციალურ თანასწორობაზე. ვფიქრობ, თქვენ შეძელით ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნების გადარჩენა. თქვენ ისტორიულად დიდი პიროვნება ბრძანდებით არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.

თავის მხრივ, ბილ კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ასეთი ღირსეული ჯილდოს ტარება’’.

სააკაშვილს ახლოს ვიცნობ და კლინტონისათვის მის ნათქვამში მენიშნა ფრაზა: ,,თქვენ ბევრს მუშაობდით სოციალურ თანასწორობაზე’’. დარწმუნებული ვარ, კლინტონთან პირისპირ შეხვედრაზე სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა თბილისში 17 მაისს მომხდარ ,,ბარბაროსობაზე’’ და იმაზე, როგორ ,,უწყობდა ხელს’’ ახალი, ,,ანტიდასავლური, კრემლიდან დაფინანსებული მთავრობა’’ ადამიანის საკონსტიტუციო უფლებების შელახვას. ,,სოციალური თანასწორობის’’ ქვეშ სააკაშვილი სწორედ იმას გულისხმობს, რომ კლინტონმა დიდი წვლილი შეიტანა ჰომოსექსუალების დაცვის საქმეში.

ჰომოსექსუალიზმის და ჰომოფილიის პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებს ისევ დავუბრუნდები. ახლა კი ცოტა რამ ამ ავადმყოფობაზე. 1969 წელს ამერიკელმა ფსიქიატრმა-სექსოლოგმა დევიდ როიბენმა გამოაქვეყნა წიგნი ,,ყველაფერი, რაც გინდოდათ გცოდნოდათ სექსის შესახებ, მაგრამ გერიდებოდათ გეკითხათ’’. რამდენიმე წელიწადში ამ წიგნმა მსოფლიო დაიპყრო. სადღეისოდ ის 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და ტირაჟით მხოლოდ ბიბლიას ჩამოუვარდება. წიგნში განხილულია ადამიანთა სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი. ცალკე თავი კი კაცების (ანატომიურად) ჰომოსექსუალიზმს ეძღვნება. ზიზღისა და სიძულვილის გარეშე, ისე როგორც ეს ნამდვილ ექიმს შეეფერება, როიბენი აღწერს ყველაფერს, რაც ხდება ჰომოსექსუალებს შორის. აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ პარტნიორებს შორის ერთი არის ე.წ. აქტიური, მეორე კი პასიური და სქესობრივი აქტის იმიტაციის დროს ქალის სასქესო ორგანოს მაგივრად პასიური პარტნიორის ანუსი გამოიყენება, არის ყოვლად არასწორი. ანატომიით განპირობებული ფიზიკურ სიძნელეებისა და პარტნიორთა ჯანმრთელობისათვის სავალალო შედეგების გამო, ასეთი აქტი დიდი იშვიათობა ყოფილა. გაცილებით ხშირია სხვადასხვა სახის ურთიერთმასტურბაცია, სიხშირით პირველ ადგილს კი, დიდი უპირატესობით სხვა ფორმებთან შედარებით, ურთიერთორალური სექსი იკავებს. როიბენი ხაზს უსვამს ჰომოსექსუალიზმით დაავადებულთა ტრაგიკულ მდგომარეობას. ასეთი ადამიანები ფიზიკურად ილტვიან ერთმანეთისაკენ, მაგრამ შესაბამისი სასქესო ორგანოების უქონლობის გამო სიამოვნების ნაცვლად ტანჯვას პოულობენ. ეს გაწბილება უბიძგებს ავადმყოფს მოძებნოს ახალი პარტნიორი (სწორედ ამიტომ მათი უმრავლესობა განუწყვეტლად იცვლის პარტნიორებს) და შემდეგ ისევ გაწბილდეს. ,,ჰომოსექსუალი არის სექსის დიოგენე, რომელიც მუდამ ეძებს იმ პენისს, რომელიც მას სიამოვნებას მიანიჭებს. ამიტომაა, რომ დაუსრულებლად იცვლის პარტნიორებს. ის მიყოლებით სინჯავს ყველა ფალოსს და მერე გაწბილებული ეუბნება თავის თავს ,,არა, ეს ის არ ყოფილა, რაც მჭირდება’’. ის მძიმე მდგომარეობაშია - მას მიესაჯა დაუსრულებლად ეძიებდეს იმას, რაც არ არსებობს და არასოდეს უარსებია’’, წერს როიბენი. ეს სიტყვები გამახსენდა, როდესაც წლების წინათ მარინე სალუქვაძის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა მიიღო ქალმა - ჰომოსესუალმა (ცხადია ვგულისხმობ ანატომიურად ქალს). მისი სახე არ ჩანდა და ხმაც შეცვლილი იყო. ამ ადამიანმა გულწრფელად და გულახდილად ილაპარაკა თავის ავადმყოფობაზე და ბოლოს თქვა, რომ ,,მისი არსებობა არის ჯოჯოხეთი, რომელსაც მტერსაც არ უსურვებდა’’. დასავლეთის საზოგადოებებში დომინირებს ყალბი აზრი, თითქოს ჰომოსექსუალების მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა იმით არის განპირობებული, რომ საზოგადოების ნაწილი, ე.წ. ჰომოფობები, ჩაგრავენ მათ; რომ ამის დასაძლევად საჭიროა ყველა პირობის შექმნა, რათა ამ ადამიანებმა თავი საზოგადოების სრულყოფილ წევრებად იგრძნონ. ასეთი აზრი კი ყოვლად მცდარია: სულ ხელისგულზე რომ ატარონ ჰომოსექსუალი და მრავალი პრივილეგიაც რომ მისცენ (რაც ხდება კიდევაც დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში), ავადმყოფისათვის ჯოჯოხეთი მაინც გრძელდება, საბოლოო ჯამში კი საზოგადოების ჯანმრთელი ნაწილიც ზიანდება და ზარალდება.

მრავალმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ ჰომოსექსუალების რაოდენობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არ აღემატება მთელი მოსახლეობის 3-5%-ს. მაგრამ საკმარისია ჰომოსექსუალმა მოიპოვოს რაიმე სოციალური სტატუსი (თანამდებობა საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში, სახელი მეცნიერებასა ან ხელოვნებაში, ან სხვა რომელიმე დარგში), ის მაშინათვე ცდილობს თავისნაირების დაწინაურებას. ჰომოფილიის, ანუ ჰომოსექსუალებისათვის ხელშეწყობისა და წახალისების რეჟიმის ეპოქაში, ჰომოსექსუალები ხშირად ,,იპყრობენ’’ მთელ სტრუქტურებს და დაწესებულებებს. (ასეთ დომინირებას ჰომოსექსუალები თავისი განსაკუთრებული ნიჭიერებით ხსნიან). ამერიკის არატრადიციული ორიენტაციის ჟურნალისტთა ეროვნული (!) ასოციაციის სხდომაზე გაზეთ ,,თაიმსის’’ კორესპონდენტმა რიჩარდ ბერკმა განაცხადა, რომ გაზეთის წამყვან თანამდებობაზე მომუშავე ადამიანთა შორის 75% ჰომოსექსუალია (შეადარეთ ჰომოსექსუალთა 3%-5%-იან წილს მთელ მოსახლეობაში).

მეც მაშინ დავინტერესდი ამ პრობლემით, როდესაც შევატყე, რომ საქართველოში ჰომოსექსუალები აშკარად არაპროპორციული რაოდენობით ინერგებოდნენ ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში, საჯარო სამსახურის და მას-მედიის ზოგიერთ სტრუქტურაში და ა.შ. მომდიოდა შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ხშირ შემთხვევაში თავდაპირველად ჯანმრთელი ახალგაზრდები მიდიოდნენ ჰომოსექსუალურ ურთიერთობაზე კარიერის გულისათვის. იმასაც ვხედავდი, როგორ იცვლებოდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ. ის რაც ადრე ითვლებოდა ყოვლად სამრცხვინო მოვლენად ან მძიმე ავადმყოფობად (ან ორივე ერთად), უცებ ხდებოდა ,,მაღალი კულტურის’’, ,,დახვეწილობის’’ და ლამის პროდასავლურობის ნიშნად, ხოლო ვინც ამ ახალ მიდგომას არ იზიარებდა, ჩამორჩენილად და ,,გოიმად’’ ცხადდებოდა.

მაგალითისათვის შეგახსენებთ ზუგდიდი მომხდარ სკანდალს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთერთ ოჯახში მცხოვრებმა უცხოეთიდან ჩამოსულმა ინგლისური ენის პედაგოგმა ფლეტჩერმა განათავსა ინტერნეტში საკუთარი ჰომოსექსუალური კავშირების ამსახველი პორნოგრაფიული სურათები და ეს სურათები თავისი არასრულწლოვანი მოსწავლეებისათვის მისაწვდომი გახადა. ეს ამბავი გახმაურდა. ერთერთი მოწაფის მამამ შეამჩნია, რომ მისი შვილი კომპიუტერში ათვალიერებდა ამ სურათებს და შეატყობინა ეს სკოლის ქართველ პედაგოგებს და ,,ქართული პარტიის’’ წევრს კახა მიქაიას, რომელმაც ეს ყველაფერი ჟურნალისტებს აცნობა და თვითონაც ისუბრა ამაზე საზოგადოებრივი ტელევიზიის მეორე არხზე, სადაც ფლეტჩერის ფეისბუკიდან ამობეჭდილი ფოტოებიც წარმოადგინა.

ნაძირალების რეჟიმის რეაგირებამაც არ დააყოვნა: თანამდებობიდან გაათავისუფლეს სკოლის დირექტორი და ყველა პედაგოგი, ვინც საჯაროდ გამოხატა თავისი აღშფოთება არასრულწლოვანთა გახრწნის მცდელობის გამო. განათლების მინისტრმა შაშკინმა დაადანაშაულა ჟურნალისტები (!) სიბინძურის გავრცელებაში და სინანული გამოხატა იმის გამო, რომ ,,ზოგიერთები არღვევენ სტუმართმოყვარეობის ძირძველ ეროვნულ ტრადიციებს’’. უფრო მეტიც, მინისტრი შაშკინი ჩავიდა ზუგდიდში, შეხვდა ფლეტჩერს და ბოდიში მოუხადა მას. ვფიქრობ ყოველნაირი კომენტარი ზედმეტია - აღვნიშნავ მხოლოდ, რომ შაშკინმა ეს ყველაფერი სააკაშვილის პირადი ბრძანებით გააკეთა.

ასეთი ეპიზოდების შემდეგ ჩვენი ხალხის და საზოგადოების ნაწილს უღრმავდებოდა სრულიად მცდარი რწმენა იმისა, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი ასე მოქმედებდნენ იმიტომ, რომ ცდილობდნენ დანერგათ ჩვენში დასავლური ღირებულებები. უფრო მეტიც, ბევრს მიაჩნია, რომ ისინი თავისი დასავლეთელი ბოსების პირდაპირი ბრძანებით მოქმედებდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთის ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას დაკარგავდნენ. არადა ,,გაპიდარასტებულ’’ დასავლეთშიც კი (ჩარლზ სოკარიდესის სიტყვებით რომ ვთქვათ) არასრულწლოვანთა გახრწნის მცდელობაში მხილებულ პედაგოგს მაშინათვე ჩამოაშორებდნენ მასწავლებლობას და სასამართლოს გადასცემდნენ.

წერილის დასაწყისში აშშ-ში არსებულ ვითარებას შევეხე. დასავლეთ ევროპაში ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. დასავლეთში არსებულ ღრმა სულიერ და ზნეობრივ კრიზისზე ბევრი დაიწერა გამოჩენილი დასავლეთელი მეცნიერებისა და მოაზროვნეების მიერ. ზოგიერთმა მათგანმა ჯერ კიდევ ასი და მეტი წლის წინათ განჭვრიტა გარდაუვალი დაცემა. (ამ წერილის ეპიგრაფად გამოვიყენე ციტატა რედიარდ კიპლინგის ლექსიდან, რომელიც დიდმა მწერალმა და პოეტმა 1919 წელს დაწერა). ჰომოსექსუალობის, ანუ ,,სიკვდილის წესის’’ ცხოვრების წესად აღიარება ამ კრიზისის მხოლოდ ერთი კომპონენტია. საინტერესოა ერთი რამ. მრავალი დაკვირვებით დადგინდა, რომ ის საზოგადოება, რომელიც არ მიიჩნევს ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად და/ან ცოდვად, და რომლის რელიგია (სულერთია რომელი) აღარ ამტკიცებს, რომ ეს არის ცოდვა და არ მოითხოვს შესაბამისი ზომების მიღებას ცოდვის აღმოსაფხვრელად, ფიზიკურად კვდება შობადობის დაბალი დონის გამო. ეს არავითარ შემთვევაში არ უნდა გავიგოთ ისე, რომ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის და ჰომოფილიის აღზევება ამცირებს შობადობას. შობადობის შემცირებას და საზოგადოდ ცივილიზაციის დაკნინებისა და დაცემის მიზეზები გაცილებით უფრო ღრმა არის. ისიც შესაძლებელია, რომ შობადობა შემცირდეს ჰომოსექსუალიზმის აღზევების გარეშეც. მაგრამ ჰომოსექსუალიზმის აღზევება საზოგადოების დაკნინების, დაცემის და ფიზიკური გადაშენების უტყუარი ნიშანი ყოფილა.

შარშან 51-ე სკოლის წინ ორგანიზაცია ,,იდენტობის’’ მიერ მოწყობილ აქციას შემთხვევით შეესწრო ჩემი ახლობელი. მისგან ვიცი, რომ შეხლა-შემოხლის დაწყებიდან ათ წუთზე ნაკლები იყო გასული, როდესაც ადგილზე დასავლეთელი დიპლომატები, მათ შორის რამდენიმე ელჩი გამოჩნდა. (აქვე აღვნიშნავ, რომ დიპლომატებს შორის ჰომოსექსუალთა რაოდენობა აშკარად აღემატება საშუალო სტატისტიკურ 3-5%-ს). ახლობელმა იცნო დიპლომატები და ჩამომითვალა, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გაჩნდნენ იქ. დავინტერესდი და შევამოწმე: აღმოჩნდა, რომ ყველა ჩამოთვლილი ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა სადღეისოდ სწრაფად მცირდება. ამ შემცირებას კი არაქრისტიანული რელიგიის მატარებელი არადასავლური ეთნოსების მძლავრი იმიგრანტული ნაკადები ავსებს. ისმის კითხა: როგორ გაჩნდნენ ასე ოპერატიულად დასავლეთელი დიპლომატები? მას-მედიაში ჯერ არაფერი იყო გამოცხადებული. საიდან მიიღეს ეს ინფორმაცია? პასუხი მარტივია: შარშანაც და წელსაც ლგბტ საზოგადოების აქტივისტები ოპერატიულად უკავშირდებიან მათ მობილურებით და ატყობინებენ, რომ შველა სჭირდებათ. ამ ამბავს, საზოგადოების წევრების მობილურებზე ინგლისურად საუბარს, მრავალი ადამიანი შეესწრო, მათ შორის ინფლისური ენის მცოდნეებიც იყვნენ.

17 მაისს ჩემი ქალიშვილის ,,ბოლო ზარზე’’ დასასწრებად წავედი და მოვლენების ცენტრში აღმოვჩნდი. მინდა დავადასტურო, რომ პოლიცია მოქმედებდა უნაკლოდ, თავდადებულად. აშკარა იყო, რომ ბრძანება ჰქონდათ მიღებული - ნებისმიერ ფასად არ დაეშვათ ძალადობა ლგბტ საზოგადოების აქტივისტებზე. მათ ეს შეძლეს. ხსენებული საზოგადოების ლიდერი აცხადებს, რომ მათ რიგებში არავინ დაშავებულა და წუხს მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციამ მათი ,,კონსტუტუციური უფლება’’ ვერ დაიცვა. ფიზიკური და სულიერი კვდომის გზაზე დამდგარ ქვეყნებში ჰომოსექსუალებმა და ჰომოფილებმა შეძლეს თავისი ავადმყოფობის აღვირახსნილი პროპაგანდის ,,კონსტიტუციურ უფლებად’’ აღიარება. სხვა ბევრი ისეთი კანონის მიღებასაც მიაღწიეს, რომელიც სულ 50 წლის წინათ მათივე ქვეყნებში გაცილებით უფრო მძაფრ უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა, ვიდრე ის, რაც 17 მაისს მოხდა თბილის-ქალაქში. . .

სააკაშვილისა და მისი ნაძირალების გამონათქვამებს 17 მაისის მოვლენასთან დაკავშირებით აღარ მოვიყვან. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ნაძირალებს ჰქონდათ ორი მიზანი: პირველი - მაქსიმალურად დაეპირესპირებინათ ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მეორე - დაემტკიცებინათ დასავლეთისათვის, რომ ერთადერთ პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ საქართველოში, ივანიშვილი კი თავის კოალიციასთან ერთად ანტიდასავლურია და, მაშასადამე, პრორუსული.

პირეველ მიზანს ვერ მიაღწიეს, მეორე ამოცანა კი ნაწილობრივად წარმატებულად გადაწყვიტეს.

დასაწერი და სათქმელი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთ წერილში ეტევა და ვეცდები დავუბრუნდე ამ საჭირბოროტო თემას. ახლა კი დავამთავრებ ჩემს წერილს ფსიქიატრ მარკ ცუკერმანის სიტყვებით (ბოდიშს მოვითხოვ, რომ ვერ მოვასწარი რუსული ტექსტის ქართულად თარგმნა).

,,Можно провести аналогию между людьми с нетрадиционной ориентацией и раковыми клетками. Наличие как первых, так и вторых свидетельствует о неправильном развитии, в первом случае — общества, во втором — организма. Наличие злокачественных клеток приносит вред всему организму. Геи и гомосексуалисты напоминают раковые клетки еще и потому, что они тоже собираются в группы, объединяются в конгломераты. Опухоль не может существовать в отдельных клетках, иначе иммунная система вычислит и уничтожит их. Поэтому чтобы выжить, раковые клетки существуют в группах, и обманывают клетки иммунного надзора. Они развиваются до такой степени, что верхние слои клеток начинают давить на нижние и раздавливают их. В итоге получается гниющая жижа, которая отравляет организм, развивается т.н. опухолевая интоксикация. Это прямая аналогия с «голубой мафией».’’

,,....не надо думать, что извращенцы будут жить изолированной жизнью. Нет, они уже давно навязывают свое мировоззрение обществу, всеми доступными методами пропагандируют свои взгляды среди детей и подростков’’.

,,Моя позиция такая: я никогда не лезу в спальню к другим людям, чтобы посмотреть, кто они такие и чем они там занимаются. Это их личное дело. Что угодно вытворяйте в своем доме при закрытых шторах. Делайте что угодно, но в своем доме, и мне в голову не придет использовать вслух в ваш адрес какие-то подобные эпитеты. Когда это вытаскивают на публичное обозрение, когда это демонстрируется всем в виде шабашей, которые лживо называются «гей-парадами», хотя на самом деле они являются политическими демонстрациями и акциями с далеко идущими требованиями и перспективами, то я считаю, что могу использовать слово уроды’’.

,,Гомосексуальная пропаганда — это вопрос политики в современном мире. И поэтому борьба с публичной пропагандой гомосексуализма — это не какая-то «гомофобия» и нетерпимость к другим людям, а это борьба против того удушающего политического наступления, которое идет на нас, как на людей, обладающих полом, национальностью, политическими взглядами, религиозностью’’.

პეტრე მამრაძე, 20 მაისი, 2013


(*) ორიგინალში ჩ.სოკარიდესის წერილის სათაური არის ,,How America Went Gay’’. სიტყვა-სიტყვით ეს შეიძლება ითარგმნოს, როგორც ,,როგორ გაგეიდა ამერიკა’’, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მნიშვნელობა შეიძინა ჩვენში სიტყვა ,,პიდარასტმა’’ (და არა ,,პედერასტმა’’), უფრო ზუსტია ,,როგორ გაპიდარასტდა ამერიკა’’.

(**) ,,The Death of the West’’, Patrick J. Buchanan, 2002 (ჩემს წერილში ბევრ ადგილას გამოვიყენე ამ წიგნში მოცემული ინფორმაცია).

(***) ირლანდიას ძველად ,,იბერია’’ ერქვა.


http://www.kvirispalitra.ge/petre-mamradzis-blogi/17205-cota-ram-homoseqsualizmze-homofiliasa-da-nadziralebze.html


Комментариев нет:

Отправить комментарий