არ აქვს ქრისტიანს არანაირი საფუძველი გულში ბოროტება ედოს ვინმეს მიმართ, რადგან ბოროტება - თავისთავად ეშმაკისაა. ქრისტიანის საქმე სიყვარულია და სიყვარული ბოროტს ვერ ზრახავს, ცუდი აზრიც კი არ უნდა გვიჩნდებოდეს ადამიანზე, მაგალითად: არ უნდა ვფიქრობდე მავანზე, თუ არ მაქვს მისი აშკარა მიზეზი, რომ იგი ბოროტია, ამაყია და ასე შემდეგ, არც ის უნდა მადარდებდეს ამ კაცს პატივი რომ მივაგო გადიდგულდებაო; იმას პატიება ვთხოვო, ვაი არ დამცინოს ცხვირი ამიწიოსო, არც ეგ უნდა მაღელვებდეს. უკეთურებას არანაირი სახით არ უნდა ედოს წილი შენს გულში. ბოროტება კი ჩვეულებრივ მრავალფერია.
ჩემი მოსიყვარულე ღმერთი მუდამ ჩემთანაა და როგორ გავაკარო გულს გულძვირობის ჩრდილიც კი? დაე, მოკვდეს ჩემში სახე ყველანაირი ბოროტებისა, დაე, ამევსოს სული უვნებელობის სურნელით. ღვთის სიყვარულმა გძლიოს და დაგამარცხოს შენ, ბოროტო ეშმაკო, მუდმივად უკეთურებისა და უწმინდურებისაკენ რომ მიბიძგებ. ბოროტის ხსომება უკიდურესად ვნებს სულს, ხორცს სწვავს, აწვალებს და ავიწროებს ადამიანს. გულძვირთაგან არცერთს არ მიესვლება ღვთის სიყვარულის საკურთხეველთან.
"ის, რასაც ბოროტება ჰქვია, სხვა არა არის რა თუ არა ნაკლოვანება სიკეთისა, - წერს ნეტარი ავგუსტინე. - ის, რასაც ბოროტება ჰქვია, არის არასრული სიკეთე. ცოცხალ არსებას რაიმე სენი რომ შეეყაროს ან იარა გაუჩნდეს, ეს იარა, ეს სენი ხომ ჯანმრთელობის ნაკლი ანუ არასრული სიჯანსაღე იქნება. ასევე სულიერი ნაკლიც ბუნებრივი სიკეთის დამახინჯებას ნიშნავს. ყოველგვარი ბუნება კეთილია. ეს სიკეთე დიდია, თუ ხრწნილებას არ ექვემდებარება და მცირდება, თუ ნაკლი ან დაზიანება აქვს.
თუ არ არის ღვთის შიში და კეთილზნეობა, ვერც ჭეშმარიტი ბედნიერება იქნება. ბოროტი და გარყვნილი ადამიანები, მიუხედავად გარეგნული მხიარულებისა, შინაგანად, სულიერად მოკლებულნი არიან იმ სიმშვიდესა და მოსვენებას, რითაც ტკბებიან მხოლოდ მართალნი და კეთილზნეობრივნი (ეს. 57.21) "მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყვარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ" (ფს. 118, 165) ერთმა წარმართმაც კი ამოიძახა: "უფალო! გულმოწყალე ექმენ ბოროტებს, ვინაიდან ყველა სიხარული კეთილს მიანიჭე.
ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? არა მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, - ბრძანებს საღმრთო წერილი, რადგან მშვიდობასა გვიწოდა უფალმა, რომელი თავად არს "შემოქმედი მშვიდობისა" და მშვიდობიანი ჰარმონიის სათავეა როგორც ჩვენში, ისე გარემო სამყაროში.
კაცთა მოდგმის ცოდვით დაცემის შემდგომი მთელი ცხოვრება დაპირისპირებაა ბოროტსა და კეთილს შორის. რაკი ბოროტი ძალა ღვთის წინაშე უძლურია, იგი ებრძვის ადამიანს, როგორც შემოქმედის უძვირფასეს ქმნილებას. ამიტომაც იქცა კაცი ცოდვის სუბიექტად და ობიექტად. სამწუხაროდ, ჩვენი ბუნებითი კანონი სიკეთისა, ჩვენი ნების სისუსტის გამო, ხშირად ვერ სძლევს ხოლმე მაცდურის ზრახვებს.
სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრებს და ვერც გარეგნულად კეთილ გრძნობებს. ჩვენი შეზღუდულობაც და ჩვენი დაცემული ბუნებაც მოითხოვს, რომ ჩვენს მოქმედებას უსათუოდ წინ უძღოდეს განსჯა.
ბოროტისადმი წინააღდგომა ჭეშმარიტ ქრისტიანს ავალდებულებს უყვარდეს ქვეყანა, უყვარდეს ადამიანი, ბუნება... მისი მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პიროვნების პატივისცემასა და მისთვის გულშემატკივრობის განცდას, შინაგან მოთხოვნილებას, მხარში ამოუდგეს გაჭირვებულს. განა არის რაიმე იმაზე სასიამოვნო, შეძლო, რითიმე დაეხმარო განსაცდელში მყოფს?!
განუსჯელი მოქმედება უმეტეს შემთხვევაში უფრო მეტ ბოროტებას წარმოშობს, ვიდრე გიჟების მოქმედება, რომლებიც ერთმანეთს თავებს უტეხენ. განსჯადობის არმქონე ადამიანები თავიანთი სიტყვებით მგრძნობიარე გულებს აწყლულებენ და ხშირად სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ (სულებს სასოწარკვეთაში აგდებენ).
ამ ქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარული და სიკეთე თესოს და არა ბოროტება და სიცრუე?
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა, რწმენა ერთიანი, განუყოფელი, წმიდა სამოციქულო ეკლესიისა, რომლის მადლსაც ატარებს მართლმადიდებლური სარწმუნოება, და მისი კანონებით ცხოვრება.
sibrdzne.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий