ღმერთი

ღმერთი

суббота, 3 мая 2014 г.

მისაღებია თუ არა ქუჩაში სანთლის შეძენა?


- რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში შესვლას სანთლის შეძენას და დანთებას?

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- ტაძარში შესვლისას სანთელს ვანთებთ იმ დანიშნულებით, რაც ზოგადად სანთლის დანთებას აქვს. გარდა ამისა, ტაძარში შესვლისას, სანთლის შეძენა არის საეკლესიო შესაწირავი - როდესაც ადამიანი სანთლის საფასურს იხდის, ნებაყოფლობით სწირავს თავის შრომის ნაწილს ღმერთს და მის საყდარს, რაც ღვთისგან დადგენილი პასუხისმგებლობაა და ყველა ადამიანს ევალება. როდესაც ადამიანი სანთელს ქუჩაში ყიდულობს, ეს არ არის შესაწირი, ამას არა ღვთისთვის, არამედ საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად აკეთებს, - რომ ნაკლები თანხა გადაიხადოს. ამგვარი მიდგომით ადამიანი ავლენს, რომ ღვთისთვის ცოტა მეტი თანხის გაღება ენანება. რას ხმარდება ტაძაში შეძენილი სანთლის თანხა? - საღვთო საქმეებს - ეკლესიის მსახურთ, გაჭირვებულებს... ანუ ეკლესია წყვეტს, როგორ განკარგოს ეს თანხა და სწორედ ამის გამოა საჭირო, რომ ადამიანმა საეკლესიო ნივთები, სანთლები, საეკლესიო ლიტერატურა ტაძართან არსებულ საეკლესიო მაღაზიაში შეიძინოს. შეიძლება, ვინმე შემოგვედაოს - იმ ადამიანსაც ხომ უჭირს მატერიალურად, რომელიც სანთლებს ქუჩაში ყიდის და მათთან სანთლის შეძენითაც ხომ შევეწევით გაჭირვებულებსო, მაგრამ ეს არამართებული მოსაზრებაა. თუ გაჭირვებულია, შეუძლია, სხვა რამ გაყიდოს. ამგვარი ქმედებით ადამიანი ეკლესიას ართმევს და ამის გამო არც ჩვენ ჩაგვეთვლება მათგან სანთლის ყიდვა მოწყალებად. პირიქით - დანაშაულია, თუ სურვილი გვაქვს, ასეთ ადამიანზე მოწყალება გავიღოთ. ეს არ გვეკრძალება, მაგრამ არა - მისგან სანთლის შეძენით, არამედ ისე შევეწიოთ, თანხით. შესაძლოა, ვინმე იმაშიც შემოგვედაოს - რაში იყენებს ეკლესია სანთლის თუ სხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთების გაყიდვის სანაცვლოდ შემოსულ თანხასო? - თუკი ჩვენ, ეკლესიის წევრები არადანიშნულებისამებრ ვიყენებთ, ამას უფალი ჩვენ მოგვკითხავს. ერისკაცთ კი თავიანთი დანაშაული მოეკითხებათ.

-არსებობს აზრი, რომ არ შეიძლება კენტი რაოდენობის სანთლების დანთება. ეს მართლაც ასეა? საერთოდ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა რაოდენობის სანთელს დავანთებთ?

- ეს არის ცრურწმენა. ამდენად, რელიგიურ საფუძველს მოკლებულია. ადამიანს შეუძლია დაანთოს იმდენი სანთელი, რამდენის შეძენის სურვილი და შესაძლებლობაც აქვს.


http://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/21512-misaghebia-thu-ara-quchashi-santhlis-shedzena.html




Комментариев нет:

Отправить комментарий