ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, საქართველოს სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები, მოვუწოდებთ ჩვენი გვარების წარმომადგენლებს და სრულიად საქართველოს მოქალაქეებს, რათა 17 მაისს, დღის პირველ საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ერისა და ბერის მოთხოვნები:
1. ამოღებულ იქნას „ანტიდისკრიმინაციული კანონიდან“ მამათმავლობის დამაკანონებელი ცნებები:
ა. სექსუალური ორიენტაცია;
ბ. გენდერული იდენტობა.
2. მიღებულ იქნას სპეციალური კანონი, რომელიც აკრძალავს საქართველოში მამათმავლობის (ე.წ. ლგბტ) პირდაპირ თუ ირიბ პროპაგანდას (გეი-აღლუმებით, ტელევიზიით, პრესით, ინტერნეტით, სარეკლამო ატრიბუტიკის გამოყენებით და ნებისმიერი სხვა საშუალებებითა თუ ფორმით).
ლევან ვასაძე, შიო ვასაძე (ლევან ვასაძის ვაჟი), დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი, ვანო ნაკაიძე, მარინე რჩეულიშვილი, ლევან სალუქვაძე, მიხეილ ანდღულაძე, ნიკოლოზ ანთაძე, ზვიად ტომარაძე, ელენე ბაქრაძე, მამუკა ასლამაზიშვილი...
200-ზე მეტი ხელმოწერა, ხელმოწერები გრძელდება.
12 მაისი, 2014.
http://reportiori.ge/?menuid=73&id=26327&lang=1
Комментариев нет:
Отправить комментарий