ღმერთი

ღმერთი

вторник, 13 мая 2014 г.

მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დღეს წირვა პირველად აღევლინება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, 12-19 მაისს საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება.

ამასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება. მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურნი და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ.

სიმპოზიუმის ორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.


წლევანდელი მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმის მთავრი თემაა ,,ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში" (ისტორია, კულტურა, ღვთისმეტყველება).

"მიუხედავად იმისა, რომ სიმპოზიუმი მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით შემოიფარგლა, მასში მონაწილეობის სურვილი, გარდა მართლმადიდებლებისა, გამოთქვეს კათოლიკე და პროტესტანტმა მეცნიერებმა და ასევე მეცნიერებმა ისრაელიდან. ისინი საქართველოს 12 მაისს ეწვევიან", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავიდოსის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი კირილე კატერელოსი, სტეფან შუმახერი (აშშ), ჯონ ზელიგმანი (ისრაელი), დეკანოზი დიმიტრი კალაჩევი (გერმანია), ბერი პატაპიოს კავსოკალიველი (საბერძნეთი, წმ. ათონის მთა), ალესანდრო მარია ბრუნი (იტალია) და სხვა.

შეხვედრები ძირითადად სამი მიმართულებით წარიმართება: ღვთისმეტყველება, ისტორია, კულტურა და ოთხ ენაზე იქნება თარგმნილი.

ამასთან, ამერიკიდან ჩამობრძანებულ ივერიის ღვთიმსშობლის მირონმდინარე ხატს 13 მაისს ააბრძანებენ მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში. 13 მაისს, დილის 9:00 საათზე ტაძარში წირვა პირველად აღევლინება. 11:00 საათზე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის. მახათას მთაზე მისულ ყოველ ადამიანს მიეცემა სასწაულთმოქმედ, მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატთან მიახლების შესაძლებლობა.


http://reportiori.ge/?menuid=7&id=26355


Комментариев нет:

Отправить комментарий