ღმერთი

ღმერთი

среда, 14 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.18

ვინც საღვთო მცნებების, ამ მუდმივმნათები ლამპრის ქვეშ მოგზაურობს, ვერც საკუთარი ვნებებით იქნება მოტყუებული და ვერც დაცემულ სულთა ძალისხმევით.
მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


ვისაც ძმა არ უყვარს, მან თუნდაც მთელი ქონება დაარიგოს და მოწამეობაში გაიბრწყინოს, მაინც ვერაფერში მიაღწევს წარმატებას.
იოანე ოქროპირი


ვისაც სათანადოდ უყვარს მოყვასი, ის უარს არ იტყვის ემსახუროს მას ყოველგვარ მონაზე უფრო უმორჩილესად.
იოანე ოქროპირი


კარგად ის ცხოვრობს, ვინც კარგად ლოცულობს.
ნეტარი ავუსტინე


დემონებსაც აქვთ გარკვეული თავისუფლება – შეუძლიათ მრავალ ბოროტებათაგან ერთ–ერთი აირჩიონ.
პატერიკი


როგორც ცვილი დნება ცეცხლისაგან, ასევე – უკეთური აზრები ღვთის შიშისაგან.
აბბა თალასი


ხშირად ავადმყოფობაც სასარგებლოა, როდესაც ის ცოდვილს შეაგონებს და ჯანმრთელობაც საზიანოა, როდესაც იგი ცოდვის ხელმშემწყობია.
ბასილი დიდი


შენი მიუდგომელი ციხე–სიმაგრე შენი რწმენა უნდა იყოს; არ ძინავს მზაკვარ მტერს, შენს ყოველ ნაბიჯს დარაჯობს.
ოპტინელი ბერ–მოძღვარნი


სული იმით, რომ მას ჯერ კიდევ აღელვებს მგრძნობიარე სამყაროს სილამაზე, ამჟღავნებს, რომ მასში ისევ ცოცხალია ეს დაუდგრომელი წუთისოფელი. ამიტომ მას ქმნილება იზიდავს და არა შემოქმედი; თიხა და არა ღმერთი.
ბერი პაისი ათონელი.


ვერავინ აღვიდა ძეცად, ვისაც მიწიერი კეთილდღეობით უცხოვრია.
ოპტინელი ბერ მოძღვარნი


ვისაც სწამს, რომ მარადიული მწყემსის ხელშია მისი სიცოცხლეცა და სიკვდილიც, ის არასდროს იდრტვინებს. ამის უმეცრება კი დრტვინვას წარმოშობს, რაც სულიერ და მარადიულ სიკვდილს იწვევს.
სვიმეონ ახალი ღვტისმეტყველი


ვინც საკუთარ ნებასაა ჩაჭიდებული, ღვთის ნებას განაძევებს და საღვთო მადლს ეწინააღმდეგება.
ბერი პაისი ათონელი


მდაბალი ადამიანი, რამდენადაც მას საკუთარი ნება და ეგოიზმი არ გააჩნია, საღვთო განათლებას იღებს; ხოლო იღებს რა რჩევებს სიმდაბლით – ბრძენდება.
ბერი პაისი


სულიერი წიგნების კითხვა კარგია, მაგრამ გაცილებით უკეთესია წაკითხულის პრაქტიკულად გამოყენება, ანუ სულიერი ცხოვრება.
ბერი პაისი


მეცნიერის თავი, რომელიც ვნებებით ხელმძღვანელობს, ვულკანს ემსგავსება, რომელიც ირგვლივ ცეცხლსა და ფერფლს აფრქვევს.
“სულიერი ყვავილნარი“


ბევრი ყოფილა წესი, მაგრამ დარჩა მხოლოდ ერთი, მეზვერისა: “ღმერთო, მილხინე ცოდვილსა”.
ღირსი ამბროსი ოპტინელი


ბევრია ისეთი ადამიანი, ყველაფერი რომ აქვს, მაგრამ მაინც დარდი იპყრობთ, რადგან აკლიათ მთავარი – უფალი ქრისტე.
ბერი პაისი ათონელი.


ყველა იღებს ღვთისგან მდიდარ წყალობას, მაგრამ ცოტაა ისეთი, ვინც კმაყოფილია, მადლობს ღმერთს და ხარობს ქრისტესთან.
ბერი პაისი ათონელი

Комментариев нет:

Отправить комментарий