მთავარი არსი ეკლესიისა არის ის, რომ მორწმუნე, მისი წევრი, განუწყვეტელ კავშირშია მამა ღმერთთან, ძე ღმერთთან და წმიდა სულთან. ეკლესიაში ხდება საიდუმლო შეხვედრა ადამიანის ღმერთთან.
წმ. ირინეოს ლიონელი
ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი
ჩვენი სული ღმერთისგანაა და მხოლოდ მასთან ერთობაში შეუძლია თავისთვის სიმშვიდე და ნეტარება მოიპოვოს.
გრიგოლ ღვთისმეტყველი
ღმერთი არის უმაღლესი იდეალი ყველა ჩვენი ზნეობრივი სწრაფვისა. ეს უზენაესი ძალა უდევს საფუძვლად და იგია შინაარსი და მისწრაფება ადამიანის მორალური ცხოვრებისა.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი
ღმერთი ახლოს არის და – თქვენშია, მაგრამ შეიძლება თქვენ იყოთ მისგან შორს – აზრებითა და გრძნობებით; მიუახლოვდით მას ერთითაც და მეორითაც.
თეოფანე დაყუდებული
ისწრაფე იქითკენ, სადაც ანათებს ჭეშმარიტება.
ნეტარი ავგუსტინე
თვით ჭეშმარიტება აღძრავს ადამიანს ეძიოს ჭეშმარიტება.
მაკარი დიდი
ჭეშმარიტება არის ღვთის სიტყვა, სახარება; ჭეშმარიტება არის ქრისტე. ჭეშმარიტების შემეცნებას გულში საღვთო სიმართლე შეჰყავს და განდევნის მისგან დაცემულსა და ცოდვით შებილწულ ადამიანურ სიმართლეს.
მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ისწავლე სახარების კითხვა: მისგან შეისმენ ჭეშმარიტებას, მასში დაინახავ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება გაგიცხადებს შენი დაცემის ამბავს და დაგანახებს სიცრუისა და თვითცდუნების ბორკილებს, რომლებითაც უხილავად არის შეკრული სული ყოველი – სულიწმიდით განუახლებელი – ადამიანისა.
მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ახალი ადამიანის ნება მთლიანად ღვთისადმი სიყვარულისა და მადლიერებისაკენ ისწრაფვის, იმის სურვილით, რომ ყოველთვის აღასრულოს არა თავისი, არამედ ღვთის ნება.
იღუმენი ნიკონი
ისე არაფერი ანუგეშებს სულს და ანიჭებს სიხარულს, როგორც მოყვასთა შორის გულწრფელი ურთიერთ სიყვარულის გრძნობა.
იოანე ოქროპირი
ცოდვების აღიარება უკეთური საქმეებისაგან გარიდებასა და გაუცხოებას იწვევს.
გრიგოლი ღვთისმეტყველი
ისმენს აღსარებას თვით უფალი, სულიერი მოძღვრის ყურებით და თვითონვე გიტევებს მისი ბაგეებით.
თეოფანე დაყუდებული
ჭეშმარიტი აღსარება იმაში მდგომარეობს, რომ მთელი გულით უარყო ცოდვა, გაურბოდე მას და აღარასოდეს დაუბრუნდე.
იოანე ოქროპირი
აღსარება სხვა არა რაი არს, თვინიერ თავისი უბადრუკებისა განქიქება მოძღვრის წინაშე და შენანება უვედრებითა თავისათა. აღსარება ნაშობია სინანულისა.
წმინდა ალექსი ბერი (შუშანია)
სინანული ნათლისღების განახლებაა; სინანული – ეს არის აღთქმა ღმერთის წინაშე ცხოვრების გამოსწორების შესახებ.
ღირსი იოანე სინელი
სინანული ისევე ბუნებრივია ჩვენთვის, როგორც ჭამა, სმა, ლაპარაკი, მოსმენა. იშუამდგომლა ქრისტემ ჩვენ გამო მონანიების პირობით, ამიტომ მონანიების უარმყოფელი, მაცხოვრის უარმყოფელია.
ღირსი მარკოზ მოსაგრე
ღმერთის წინაშე ყოველგვარი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს.
ბერი გაბრიელი, არქიმანდრიტი

Комментариев нет:
Отправить комментарий