ღმერთი

ღმერთი

пятница, 9 мая 2014 г.

"ევროვიზიის" ავსტრიელი კონკურსანტი, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპა აღაშფოთა

  25 წლის ავსტრიელმა კონკურსანტმა კონჩიტა ვურსტმა, იგივე ტომას ნოივირტმა "ევროვიზიის" მაყურებელი შოკში ჩააგდო, როდესაც სცენაზე სტერეოტიპის დამსხვრევა, მამრობითი და მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი გარეგნობის სტანდარტის შერწყმით გადაწყვიტა.

კონჩიტა საერთაშორისო კონკურსზე სიმღერით "ფენიქსივით აღსდექი" (Rise like a Phoenix) წარსდგა. როგორც მის შესახებ გახსნილ "ვიკიპედიის" გვერდზე ვკითხულობთ, მომღერალი, რომელიც ცნობილია, როგორც გენდერულად ნეიტრალური, საკუთარი თავის აღწერისას იყენებს მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებს (her/she rather than him/he).

მის საერთაშორისო კონკურსზე გამოჩენას ხალხის გარკვეული ჯგუფის საპასუხო რეაქცია მოჰყვა. წელს მის წინააღმდეგ რუსეთი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები გამოვიდნენ. აღმოსავლეთ ევროპაში კონჩიტას დასავლეთის დეგრადაციის მაგალითს უწოდებენ. ბელორუსში აქტივისტებმა ქვეყნის სახელმწიფო სატელევიზიო არხების ხელმძღვანელებს მოუწოდეს, კონკურსის გაშუქებისას, მისი გამოსვლის მონაკვეთისთვის რედაქტირება გაეკეთებინათ. რუსმა კანონმდებელმა, ვიტალი მილონოვმა ავსტრიელი კონკურსანტი "ჰომოსექსუალიზმისა და სულიერი ხრწნის აშკარა პროპაგანდაში" დაადანაშაულა.

მას გულთბილად არც თანამემამულეები ხვდებიან; 2013 წელს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ვურსტი კონკურსზე ავსტრიას წარადგენდა, ამ ფაქტს ადგილობრივებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 4 დღის შემდეგ გაიხსნა "ფეისბუქის" გვერდი, სადაც მომღერლის წინააღმდეგ ე.წ. "ანტი-ვურსტი" კამპანია დაიწყო - გვერდი 31 000-ზე
მეტმა ადამიანმა დაალაიქა და ამ გზით გამოხატა პროტესტი კონკურსანტის წინააღმდეგ. განსაკუთრებით გაღიზიანდნენ ბელორუსსა და რუსეთში, სადაც სპეციალური პეტიცია შეიქმნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "ამ პერფორმანსით ევროვიზია სოდომის ბუდეში ჩავარდება".

"თქვენი ყურადღების გამო მადლობელი ვარ. სახეზე ბევრი თმა მაქვს და ძალიან უცნაურია, რომ სახის ბეწვმა ასეთი დიდი აღელვება გამოიწვია. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ავტოგრაფების მთხოვნელთა 80% სწორედ რუსეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან არის. აი, რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა მომღერალმა.

რაც შეეხება ევროვიზიაზე მის შედეგებს, კონჩიტა მეორე ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულებშია და 10 მაისს ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

მომზადებულია nzherald.co.nz-ის მიხედვით.


http://www.ambebi.ge/kulturashoubiznesi/102382-qevroviziisq-avstrieli-konkursanti-romelmac-aghmosavleth-evropa-aghashfotha.html


Комментариев нет:

Отправить комментарий