ღმერთი

ღმერთი

среда, 14 мая 2014 г.

რუსეთი ივნისიდან GPS-ის სადგურების მუშაობას აჩერებს

13 მაისი 18:14

1 ივნისიდან რუსეთში მოქმედი GPS (გლობალური პოზიციონირების სისტემის) 11 სახმელეთო სადგურის მუშაობა შეჩერდება - ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა რუსეთის ვიცეპრემიერმა დმიტრი როგოზინმა, რომელიც რუსეთის მთავრობაში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს კურირებს. მისი განცხადებით მოსკოვმა ასევე აკრძალა რუსული სარაკეტო ძრავების გამოყენება ამერიკის სამხედრო თანამგზავების კოსმოსში გასაყვანად. როგოზინის თქმით, რუსეთი ასევე უარს ამბობს საერთაშორისო კოსმოსური სადგურს 2020 წლის შემდეგ გაუგრძელდეს ექსპუატაციის ვადა, რასაც ამერიკული მხარე ითხოვს.

როგოზინი ამერიკელბს 31 მაისამდე აძლევს ვადას, რათა რუსებს ამერიკაში GPS-ის რუსული ანალოგის ГЛОНАСС-ის სადგურების აშენების ნებართვა მისცენ. „შექმნილია სამუშაო ჯგუფი მოლაპარაკებებისათვის. ვიწყებთ დიალოგს რისთვისაც გამოვყოფთ 3 თვეს, ზაფხულის ბოლომდე.“ აცხადებს როგოზინი. თუ ამ დროის განმავლობაში შეთანხმება არ შედგება რუსეთში GPS-ის მუშაობა საბოლოოდ შეწყდება.

რუსეთის ტერიტორიაზე GPS-ის სახმელეთო სადგურების მოქმედება რეგულირდება 1993 და 2011 წლის შეთანხმებებით.

შეგახსენებთ, რომ ობამამ თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც ამერიკაში ГЛОНАСС-ის სადგურის დადგმას პრაქტიკულად კრძალავს. ამერიკაში ამ სადგურის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ თავდაცვის მინისტრი და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კონგრესს დაარწმუნებენ, რომ ეს ობიექტი ამერიკის წინააღმდეგ საჯაშუშოდ არ გამოიყენება; არ გაზრდის რუსეთის შეიარაღების ეფექტურობას და ამერიკული GPS (გლობალური პოზიციონირების სისტემა) სისტემის პოზიციების არ შეასუსტებს.

ამავე დროს, „რუსულმა GPS“-მა პრობლემებს ამერიკელების გარეშეც ვერ დააღწია თავი. ГЛОНАСС-ი რომელიც რუსული სამხედრო პროექტია კრემლის აუხდენელ ოცნებად რჩება, რადგან არაერთი წარუმეტებელი გაშვების გამო ვერ მოხერხდა ГЛОНАСС-ის თანამგზავრების კოსმოსში გაყვანა. ასევე გაირკვა, რომ პროექტ ГЛОНАСС-ის ხელმძრვანელებმა 6.5 მილიარდი რუბლი მოიპარეს. რუსეთის შსს ინფორმაციით, პროექტის ხელმძღვანელები ე.წ. "ერთდღიანი" კომპანიების საშუალებით იპარავდნენ ფულს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის დემარშამდე ერთი თვით ადრე ამერიკამ განაცხადა რუსეთთან კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის სრული შეჩერების შესახებ. ერთადერთი პროექტი რომელიც რუსებთან ერთობლივად გრძელდება საერთაშორისო კოსმოსური სადგურია.


http://news.ge/ge/news/story/89066-ruseti-ivnisidan-gps-is-sadgurebis-mushaobas-acherebs

Комментариев нет:

Отправить комментарий