ღმერთი

ღმერთი

четверг, 8 мая 2014 г.

ვაჟა ოთარაშვილი : «დიდმა რეჟისორმა» ბიძინა ივანიშვილმა ხალხს პირში ჩალა გამოავლო!

ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ პოლემიკა ვერაფრით ჩაცხრა. სიბრაზეს ვერ მალავენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები. «მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. უფალი ბრძანებს: «ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა» (ინ. 16,33). მაშ, იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი!!!» _ გვმოძღვრავს უწმინდესი და უნეტარესი ილია II.




ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოეტი ვაჟა ოთარაშვილი გვესაუბრება:

_ «ნაცების» ცხრაწლიანი ფაშისტური პოლიტიკის შემდეგ საქართველოში სულიერების მხრივ არაფერი შეცვლილა, როგორც ძველი, ისე დღევანდელი ხელისუფლებაც ანტიქართულ პოლიტიკას ატარებს. ეს დღეს არ დაწყებულა და მხოლოდ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე არ არის საუბარი, გავიხსენოთ საყდრისის გახმაურებული თემა, ხელისუფლებამ მაშინაც არ მოუსმინა არც ხალხს, რომლის საკუთრებაც არის ეს ქონება, და არც მეცნიერებს, სხვათაშორის, ევროპელ მეცნიერებსაც. ყველაფერი გვჯერა ევროპისა, ყველაფერში ვბაძავთ, მაგრამ რატომღაც საყდრისთან დაკავშირებით გავხადეთ საეჭვო ევროპელ მეცნიერთა აზრი. საყდრისის ამბებიც «ნაცების» დროს დაიწყო. 2004 წლამდე ყველა მარგი წიაღისეული და კულტურული ძეგლი ხალხს ეკუთვნოდა, რომელიც, საბედნიეროდ, ჯერ უმრავლესობაშია, მაგრამ «ნაცხროვამ» და გმირად შერაცხილმა ყოფილმა პრემიერმა, აწ გარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ და კახა ბენდუქიძემ ქართველ ხალხს ანტიკონსტიტუციური ქმედებით ეს ქონება წაართვეს. ეს ცოდვა გარდაცვლილი ჟვანიასა და ბედნიერი ბენდუქიძის კისერზეა. ხშირად ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, მაგრამ, რაც არ ყოფილა, რა უნდა აღვადგინოთ? სამართლიანობას უნდა მივაღწიოთ!


_ წარსულზე საუბარი არაფერს მოგვცემს, ამიტომ იმაზე ვისაუბროთ, რაც წელიწად-ნახევარში დაგვემართა.
_ პარალელების გავლებას ვცდილობ. «ნაცხროვა» არ ითვალისწინებდა საზოგადოებრივ აზრს და იგივე გრძელდება ახლაც. დემოკრატია მაშინ ინგრევა, როდესაც ხელისუფლება მარწუხებს იყენებს, _ ეს ჩემი სიტყვები არ არის, მაგრამ ზუსტად ჩვენი მდგომარეობის შესაფერისია. მარწუხებში იგულისხმება ის, რომ ჩვენს აზრს არავინ ითვალისწინებს, არ გვეკითხებიან: გვინდა თუ არა საბაგიროებით დაქსელილი თბილისი? რად გვიღირს საყდრისი? ან გვინდა თუ არა პედერასტების ჩვენს საზოგადოებაში მიღება? მოსახლეობა გაღატაკებულია და ისინი კი ბუსუსებიან პრეზერვატივზე საუბრობენ. პარლამენტარები სოლიდურ გასამრჯელოს იღებენ ქართველი ხალხის ბიუჯეტიდან, მაგრამ ჩვენ არ გვემსახურებიან.


_ ვის სჭირდება ასეთი კანონები?


_ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული. მიმდინარეობს ქართველი ერის შეგნებული განადგურება. «ქართველთყლაპიებს» მხოლოდ ჩვენი ტერიტორია სჭირდებათ, ოღონდ ხალხის გარეშე. ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა ყოველ წელს უარესდება, ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი კი კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება ჩვენი განადგურების.


_ «ოცნება» ხალხმა სწორედ ეროვნულობის გამო აირჩია. არ გამოდგნენ ეროვნულები? ბიძინა ივანიშვილი არ არის ეროვნული კაცი?
_ ამ მთავრობას ბიძინა ივანიშვილის სახელობის მარიონეტების თეატრი ჰქვია. ვერ გეტყვით, ივანიშვილი როგორი ქართველია, ყველა ადამიანს საქმე გამოაჩენს, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგი ვერაფერი დავინახეთ. სხვაზე ვერ გეტყვით, მაგრამ მე ამ პიროვნებაში ძალიან შევცდი. მანამდე თითქოს არასოდეს ვცდებოდი და ვიცოდი, რას წარმოადგენდა ჟვანია-სააკაშვილის ბანდა, მაგრამ დღეს ვაღიარებ, რომ ივანიშვილში შევცდი. ეს ადამიანი ეროვნულ სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებს.


_ ისიც ვიღაცის დაკვეთას ასრულებს, როგორც მისი წინამორბედები?
_ ვფიქრობ, რომ ივანიშვილიც დიდი თამაშის მონაწილეა. დღეს საქართველოში ეროვნულ ძალებს ხელს უშლიან სახელმწიფო უშიშროების სამსახურები. ვის ემსახურებიან ისინი და პატაკს ვის აბარებენ, ღმერთმა უწყის. ფაქტია, რომ ქართული სახელმწიფოს წინსვლა არ ხდება. ივერიის ეროვნული უსაფრთხოება დაუცველია, სუსი კი მხოლოდ სახელისუფლო კლანთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს და არა სახელმწიფოზე. წელიწად-ნახევარში ჩვენმა ქვეყანამ უკან დაიხია, მოქალაქეები უფრო გაღარიბდნენ, არაფერი ეტყობა კულტურას, ხელოვნებას, ეკონომიკას. საქართველო ხელში გვაკვდება.



_ «ნაცები» ხშირად საუბრობენ, ხელისუფლებაში «ოცნება» ეკლესიამ მოიყვანა და ამიტომაც სასულიერო პირებს სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უფლებას აძლევენო, მაგრამ დღეს ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებსა და პატრიარქს არ უსმენს.


_ ასე გიპასუხებთ: «როგორიც ერიო, ისეთიც ბერიო». ეკლესიაშიც, ალბათ, ბევრი აგენტია. პატრიარქი სწორ პოზიციაზეა, მაგრამ კანონი, რომელიც დაამტკიცეს, მეტყველებს არა ეკლესიის სისუსტეზე, არამედ იმაზე, რომ ქართველი ხალხი 2012 წლის 1 ოქტომბერს მწარედ მოტყუვდა და «დიდმა რეჟისორმა» ბიძინა ივანიშვილმა ხალხს «პირში ჩალა გამოავლო». ვითომ «წასულია», მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ახლა გამოდის და საუბრობს: «მარგველაშვილში შევცდი», «სოფლის მეურნეობის მინისტრმა დააშავა», «ეს მინისტრი სუსტია და ამაშიც შევცდი» და ა. შ. ასე შეიძლება? მას არ აქვს პოლიტიკური ხედვა, ბიზნესმენი, ალბათ, კარგია, მაგრამ ივანიშვილი არ ფიქრობს ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე, სახელმწიფოს სიძლიერეზე. მას ავიწყდება, რომ ის ჭორვილაში არ აურჩევიათ და რომ ქართველმა ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში.


დავით უსუფაშვილი გვარწმუნებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი გვჭირდება, ეს კანონი ცივილიზებულ ევროპასაც კი არ სჭირდება და ჩვენ რად გვინდა? თუ უსუფაშვილს სჭირდება, მაშინ პირადი მაგალითით გვიჩვენოს, ოღონდ საჯაროდ და სახალხოდ, _ გაათხოვოს თავისი ბიჭი, გოგო კი გოგოზე დააქორწინოს, იგივე გააკეთოს იმ 112-მა პარლამენტარმა, რომელთაც ამ კანონს მხარი დაუჭირეს და პირობას ვდებ, რომ მათი შვილების ქორწილში თამადას მე მოვძებნი. ეს მოღალატე პარლამენტია და მე მრცხვენია.


თუნდაც გაძალებდეს ევროპა, შენს ხალხს ეს როგორ უნდა გაუკეთო?! როსტომ ხანის დროს ირანის აგენტურა 1634 წლიდან გამალებით მუშაობდა, რომ მამათმავლობა ბუნებრივი მოვლენა ყოფილიყო თბილისის აბანოებში, უამრავ ფულს ხარჯავდნენ იმისთვის, თუნდაც ტყუილად ეთქვა ვინმეს, რომ ეს ხდება, მაგრამ ვერ შეძლეს. ქართველი ერი ვერ გატეხეს და აღიარეს _ როგორი პატიოსანი და ძლერი ხალხია ქართველები, ვერაფრით შევაცდინეთო.


საქართველოს ისტორიას პარლამენტარები, ალბათ, არ კითხულობენ, არ აინტერესებთ, «ვისი გორისანი» არიან, რადგან მათ გვარები უკვე აღარ აქვთ.


არ მინდა ევროპა, რომელიც სოდომ-გომორის ცოდვაში ჩამაგდებს. ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოში, თუ ის პედარასეტების და ლესბოსელების ქვეყანა გახდება. ცივილიზებული სამყაროსკენ მივილტვითო, გვეუბნებიან, უფრო ახლოს როდის იყო საქართველო უფალთან და ცივილიზაციასთან _ ოცი წლის წინათ თუ დღეს? სახელმწიფო წინ წავიდაო, რომელ ახალ გზაზე გავიდნენ ესენი? ქვეყნის მოსახლეობის ნახევაზე მეტი შიმშილით კვდება, ნახევარი გამათხოვრებული, გამეძავებული, დამონებული და განარკომანებულია. ეს არის ამათი ცივილიზაცია?


სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც სწორედ იმ იდეოლოგიის გამტარებელია, რომელსაც «ნაცბანდა» ატარებდა, უბრალოდ, ისინი აგრესიულები და დაუფარავად ქართველთმოძულეები იყვნენ, ესენი კი კანონებით გვახრჩობენ. ქართველი ერის მოკვდინების სხვადასხვა ხერხი არსებობს, «ოცნება» გაზის კამერებში გვგუდავს.


_ ბატონო ვაჟა, შესაძლებელია, ეს თქვენი თემა არ არის, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: ირაკლი ალასანიამ ნატოს თხოვნით მიმართა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები საქართველოში განათავსონ. რას ფიქრობთ, როგორც ერთი, რიგითი მოქალაქე, ეს მოთხოვნა სწორია?


_ სისულელეა, დავიღუპებით. ორი ვარიანტია: ან ევროპას თვალს უხვევენ და ცდილობენ, რამენაირად რუსეთი საქართველოში ოფიციალურად შემოიყვანონ, ან უბრალოდ, არ ესმით, ამას რა შეიძლება მოჰყვეს.


რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ აქ ნატოს ტექნიკა განთავსდეს, ეს მით უმეტეს უნდა იცოდეს ალასანიამ.


უკვე შევეჩვიეთ, რომ საქართველოს მტრები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას და ტელეჟურნალისტებს ძალიან ადვილად ყიდულობენ, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ რამეზე წავლენ და, რაც მთავარია, წავლენ ხალხის ნების წინააღმდეგ. დღევანდელი «საოცნებო» ხელისფლებაც ისეთივე გაყიდულია, როგორც «ნაცხროვა».


_ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა რას მოუტანს ხელისუფლებას?


_ მაგის პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის გზა, რომელსაც ივანიშვილის სახელობის მარიონეტული თეატრი ადგას, საქართველოს დაღუპავს. კანონი, რომელიც ახლა დამტკიცდა, ხელს უწყობს ქართველი ერის, როგორც მართლმადიდებელი ერის, განადგურებას. ხალხი ამას არ გადაყლაპავს. ვინც უფლის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ აღიმაღლა ხმალი და აღმართა მახვილი, ის მახვილითვე განიგმირა და საბედნიეროდ ქართველთა და სამწუხაროდ «საოცნებო» ხელისუფლებისა, «დამოკლეს მახვილი» მათ კისერთან ახლოს კიდია. სამარცხვინო იქნება ის ადამიანი, რომელიც მოახლოებულ არჩევნებში «ქართულ ოცნებას» მხარს დაუჭერს. არ შეიძლება ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიდიან. სამშობლოს გარდა, მარადიული არაფერია!


ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი


08 05 2014

geworld.net




Комментариев нет:

Отправить комментарий